logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ მეორე პანელზე ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ მეორე პანელზე ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს
16:57 01.11.2018
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ მეორე პანელი ტოტალური თავდაცვის თანამედროვე გამოწვევების შესახებ მსჯელობას დაეთმო. დისკუსიას მოდერატორობას ესტონეთის პარლამენტის ეროვნული თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჰანეს ჰანსო უწევდა. მონაწილეებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს.


თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ატლანტიკური საბჭოს მკვლევარის არიელ კოენის აზრით, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია ერთიანი სამთავრობო მიდგომისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება, რეგულარული უწყებათშორისი სწავლებების ჩატარება, ასევე საზოგადოების საინფორმაციო და ფსიქოლოგიური მდგრადობა. ამ მიმართულებით მან განსაკუთრებული ყურადღება სასწავლო დაწესებულებებში სამოქალაქო თავდაცვის სწავლების მნიშვნელობაზე გაამახვილა.


შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმა მონაწილეებს საკუთარი ქვეყნის პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა. როგორც მან აღნიშნა, ახალი საფრთხეების გაჩენასთან ერთად იზრდება თავდაცვის ბიუჯეტი და ძლიერდება როგორც სამხედრო, ასევე ტოტალური თავდაცვის შესაძლებლობები. ელჩის განცხადებით, ტოტალური თავდაცვა არის მზადება ომისთვის, რომელიც სამოქალაქო და სამხედრო ასპექტებს აერთიანებს და ხშირად, მას უწოდებენ პასუხს ჰიბრიდულ გამოწვევებზე.


ფინეთის ელჩმა საქართველოში არია მაკონენმა ტოტალური თავდაცვის მიმართ ფინეთის მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რაც პარტნიორებთან მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებსა და ძლიერი ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში გამოიხატება. მან სავალდებულო სამხედრო სამსახურის როლზეც ისაუბრა. ელჩმა აღნიშნა, რომ ჰიბრიდული გამოწვევების ფონზე მნიშვნელოვანია სტრატეგიული კომუნიკაცია, რაც ხელმძღვანელობისგან სწრაფ გადაწყვეტილებებს მოითხოვს. მისი განცხადებით, დეზინფორმაციასთან ბრძოლაში წარმატების მისაღწევად, პლულარისტული და ობიექტური მედიის გარდა, აუცილებელია კრიტიკული მასის არსებობა, შესაბამისად, სკოლებში ცნობიერების ამაღლება არსებითად მნიშვნელოვანია.


სესიის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა პანელის სპიკერებს გამოცდილების გაზიარებისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოსთვის ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს ამ მიმართულებით თავდაცვის უწყების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე მიაწოდა ინფორმაცია.


„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციას“ (GDSC) ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ დღეს გაიხსნა. ბოლო 12 წლის განმავლობაში „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია“ რეგიონში უნიკალურ ფორუმად ჩამოყალიბდა, სადაც ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებისა და რეგიონული სტაბილურობის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილება. კონფერენციას 300-მდე მონაწილე დაესწრება, მათ შორის არიან მაღალი რანგის ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის