logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
logo2
logo2
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ კონფერენციის პირველი პანელი „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა
„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ კონფერენციის პირველი პანელი „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა
15:01 01.11.2018
ბათუმში მიმდინარე „საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების“ რიგით მე-12 კონფერენციის პირველი პანელი - „ქვეყნები წნეხის ქვეშ - საფრთხეების შეკავებას“ შეეხებოდა, რომელსაც „პენ ბაიდენის დიპლომატიისა და გლობალური ჩართულობის ცენტრი“ მასპინძლობდა. სესიას მოდერატორობა პენ ბაიდენის ცენტრის დირექტორმა, მაიკლ კარპენტერმა გაუწია. როგორც მან აღნიშნა, ქვეყნებმა, რომლებიც წნეხის ქვეშ არიან, მნიშვნელოვანი რეფორმები უნდა განახორციელონ, მათ შორის სამხედრო მიმართულებით. ამ კონტექსტში მაიკლ კარპენტერმა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მიმდინარე რეფორმები გამოყო და მათ სხვა ქვეყნებისთვის სამაგალითო უწოდა.

პანელზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უსაფრთხოების განახლებული მიდგომის ფარგლებში თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები ორ ნაწილად - პოლიტიკურ და პრაქტიკულ მიმართულებებად დაჰყო. „ადექვატურად გვაქვს აღქმული უსაფრთხოების გარემო რეგიონში. ვთვლით, რომ ვიმყოფებით გეოპოლიტიკური კონკურენციის პირობებში, როგორც ეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაშია აღნიშნული და რომლის მთავარი გამოწვევაა დასავლეთის შენარჩუნება და გაძლიერება, ასევე აშშ-ის ლიდერი როლის გამოცოცხლება. ამ კონკურენციას აღვიქვამთ ორი - დემოკრატიულ და ავტორიტეტულ სისტემებს შორის დაპირისპირებაში“, - აღნიშნა ლევან იზორიამ და ხაზი გაუსვა არსებული გამოწვევებისა და საფრთხეების გამკლავების მიზნით ამ ქვეყნებისთვის ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავებას, რაც ადექვატურად აისახა აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში და სადაც საქართველოსაც აქვს განსაკუთრებული როლი. მინისტრის თქმით, ამავე დოკუმენტის თანახმად, მთავარი ამოცანაა ფრონტის წინა ხაზზე ერების ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება. ეს ყველაფერი კი ემსახურება წესებზე დაფუძნებული დასავლური სამყაროს შენარჩუნებას.

საქართველოსთვის უსაფრთხოების განახლებული მიდგომა სტრატეგიულ მზადყოფნაში გამოიხატება, რაც ჩვენი თვითრეალიზაციისა და განვითარების გზაა და გულისხმობს მეტ ნატოს საქართველოში.
პრაქტიკული თვალსაზრისით თავდაცვის მინისტრმა განხორციელებული რეფორმების ის მიმართულებები დაასახელა, რომელმაც საქართველოს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამაგალითო ქვეყნის სახელი მოუპოვა. ამ კონტექსტში ლევან იზორიამ გამოჰყო მთლიანი შიდა პროდუქტის თავდაცვის ხარჯებზე 2%-ის მიმართვა, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ის შეიარაღებაზე მიმართვა, შესყიდვების გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება, კონტრმობილურობის განვითარება, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელება და სადაზვერვო შესაძლებლობების განვითარება. მინისტრის თქმით, ფოკუსირება ხდება ტერიტორიულ თავდაცვაზე და მრავალეროვნული ერთობლივი წვრთნებიც სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით ტარდება. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობაზე.

ლევან იზორიამ სამხედრო შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით ახალ ინიციატივებზეც გააკეთა აქცენტი და გადასროლისწინა მომზადების საქართველოში ჩატარებაზე ისაუბრა, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მეტ ნატოს საქართველოში.

არსებული საფრთხეების გამკლავებაზე იმსჯელეს ასევე, აშშ-ის ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრის დირექტორმა ბრაიან ვიტმორმა, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა და უკრაინის ელჩმა საქართველოში იჰორ დოლჰოვმა.

უკრაინის ელჩმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრა, განსაკუთრებით გამოყო რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული ქმედებები და აღნიშნა, რომ ეს მთლიანად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას უქმნის საფრთხეს. ბრაიან ვიტმორმა კი, გამოწვევების კონტექსტში ჰიბრიდული საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება.

პანელზე მოხსენებისას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველო „წნეხის ქვეშ მყოფ“ ქვეყნად დაასახელა და ამის ერთ-ერთ მაგალითად ჯონ ბოლტონის საქართველოში ვიზიტის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაცია დაასახელა. ელიზაბეტ რუდმა საქართველო აშშ-ისთვის სტრატეგიული ინტერესის ქვეყნად დაასახელა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში არსებულ პროგრამებსა და გლობალური უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის