logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29
logo2
logo2
თავდაცვის სამინისტრო: ლევან იზორიას ყველა შემოსავალი დეკლარირებული და საჯაროა
თავდაცვის სამინისტრო: ლევან იზორიას ყველა შემოსავალი დეკლარირებული და საჯაროა
11:01 14.10.2018
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გადაცემულ სიუჟეტს ეხმიანება, სადაც საუბარი თანამდებობის პირების, მათ შორის ლევან იზორიას უძრავი ქონების შესახებ იყო.

უწყების განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ თავდაცვის მინისტრის ყველა შემოსავალი არის დეკლარირებული და საჯარო. რაც შეეხება ქონებას, რომელსაც ლევან იზორიას ოჯახი ფლობს, მოგახსენებთ, რომ თავდაცვის მინისტრმა კერძო სახლის მშენებლობისთვის მიწის ნაკვეთი, საჯარო სამსახურში მუშაობის დაწყებამდე შეიძინა პირადი დანაზოგით, რომელიც გერმანიაში მუშაობისა და აკადემიური საქმიანობის დროს დააგროვა. ასევე, დანაზოგებით, აკადემიური საქმიანობითა და შემდეგ უკვე საჯარო სამსახურში მიღებული შრომის ანაზღაურებით, თავდაცვის მინისტრმა დაასრულა სახლის მშენებლობა.

მოგვიანებით, ლევან იზორიამ კერძო სახლი გააქირავა, რამაც მისი ოჯახის შემოსავალი დამატებით გაზარდა. სწორედ ქირის შემოსავლით, სახელფასო ანაზღაურებითა და „საქართველოს ბანკის“ საბანკო სესხით (145,300 აშშ დოლარი) შეიძინა მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი ააშენა.

რაც შეეხება სახლს, რომელიც ვერ მოხვდა დეკლარაციაში, ამის მიზეზია ის, რომ ამ დრომდე მიმდინარეობდა მშენებლობა, რომელიც დასრულდა და ექსპლუატაციაში შევიდა 2018 წლის 14 სექტემბერს. შესაბამისად, აღნიშნული ინფორმაცია დეკლარირებული იქნება კანონის თანახმად მომდევნო დეკლარაციაში. დამატებით, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს იხილოს თავდაცვის მინისტრის დეკლარაცია, სადაც ყველა შემოსავალი თუ ხარჯი არის გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი"-ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა