logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გადამზადდა
43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გადამზადდა
14:46 25.07.2018
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა. საბრძოლო მომზადების ცენტრისა (CTC) და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, 43-ე ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს.
13-კვირიანი ინტენსიური წვრთნების შედეგად ამაღლდა ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი, მომზადების პერიოდში შემუშავებული ტაქტიკური სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით გაუმჯობესდა მართვისა და კონტროლის პროცედურები. წვრთნებში ჩართვამდე კი, სრულად აღიჭურვა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით.
დღეს საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) 43-ე ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება აღინიშნა. 43-ე ბატალიონის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირად შემადგენლობას, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს წვრთნების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მ.შ., პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიულოცეს.
„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43-ე ბატალიონს დიდი პატივი გქონდათ დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხით და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, კიდევ უფრო აამაღლებს მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტ დაცულობას. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას კი, ვხედავთ სწორედ იმ გზაზე, რასაც ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“, - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.
ღონისძიება CTC ცენტრის ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორთა, ასევე 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.
უპრეცედენტო პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 43-ე ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) - 53-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელა: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.

43-ე ბატალიონმა CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით, GDRP-ის ფარგლებში მიღებული საბრძოლო გამოცდილების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა (homestation training plan) უკვე შეიმუშავა. დღეიდან, ქვედანაყოფი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას. ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი, პერიოდულად მონიტორინგს გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს.

13-კვირიანი მომზადების ფარგლებში 43-ე ბატალიონმა საბრძოლო მომზადების სრული ციკლი მაქსიმალურად მიახლოებული ბრძოლის პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში გაიარა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა