logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
ქალაქი გირესუნი დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს
ქალაქი გირესუნი დღეს საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს
11:02 31.03.2018
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა დღეს თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება. ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატოს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მიმართ ხაზგასმით აღინიშნა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული თანადგომა. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლო ტრიბუნას იყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიციისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად.

ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებული რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა და ხაზი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის პრაქტიკულ მზაობას გაუსვა. მან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში დასაფასებელია.

გაფართოებულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის ფორმატსა და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.

ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
მაქსიმ შევჩენკო: რუსეთში სომხური და აზერბაიჯანული ლობისტები საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ
12:23 18.05.2018
რუსეთის ოპოზიციური რადიოსადგურის Эхо Москвы-ს პროგრამა Особое мнение-ს სტუდიაში
ინტერვიუ
ინტერვიუ მარკ ბერენტთან: რატომ გაუარესდა საქართველოს რეიტინგი „ფრიდომ ჰაუზის" ანგარიშში
11:00 11.05.2018

გთავაზობთ ინტერვიუს "ფრიდომ ჰაუზის" ევროპის და ევრაზიის პროგრამების დირექტორთან, მარკ ბერენტთან:

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის