logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
GDSC-ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს
GDSC-ზე უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებზე იმსჯელეს
17:56 12.10.2017
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის მესამე პანელი უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევების განხილვას დაეთმო. მონაწილეებმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებისა და მასთან გამკლავების მექანიზმებზე იმსჯელეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჰიბრიდული საფრთხეების შესახებ დისკუსიას გერმანიის მარშალის ფონდის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხების უფროსი მკვლევარი ბრუნო ლეტე უძღვებოდა.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰიბრიდული საფრთხეების საკითხთა ელჩის ეიტვიდას ბაიარუნასის აზრით, ჰიბრიდულ ომში არაფერია ახალი, გარდა იმისა, რომ ის რუსეთს ოფიციალურ დონეზე აქვს დეკლარირებული „გერასიმოვის დოქტრინის“ სახით. მისი განცხადებით, რუსეთი დასავლეთის წინააღმდეგ დასავლურ ღირებულებებს - დემოკრატიას და ინტერნეტ თავისუფლებას იყენებს, რადიკალურ პარტიებს აფინანსებს და ინტერენეტს დეზინფორმაციის კამპანიებისთვის იყენებს.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ იაკუბ ლანდოვსკიმ სხვადასხვა ჰიბრიდული ომის მსგავსი ნიშნები მიმოიხილა, როგორიცაა ქმედების უარყოფა და საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი დაბნეულობის ხელშეწყობა. მისი მტკიცებით, ჰიბრიდული ომის პასუხი მდგრადობაა.

„რადიო თავისუფლების“ ბლოგერმა ბრაიან ვითმორმა რუსეთის მიერ ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდები გაანალიზა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვასხვავოთ, რომ რუსეთი ჰიბრიდულ ომს უკრაინისა და საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური დესტაბილიზაციისთვის იყენებს, რაც წინ უძღვის კონვენციურ ომს, ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ კი, ის ჰიბრიდულ ომს კონვენციური ომის მოსამზადებლად არ აწარმოებს. სპიკერის აზრით, დროა დასავლეთმა არასამხედრო შეკავების საშუალებებს მეტი ყურადღება დაუთმოს.

უწყების ცნობითვე, საფრანგეთის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის მკვლევარის ელი ტენენბაუმის განცხადებით, ჰიბრიდულ ომზე საფრანგეთში რეალურად საუბარი ტერორისტული აქტის შემდგომ დაიწყო. მან ისლამური სახელმწიფოს ბრძოლის მეთოდები რუსეთის ქმედებებს შეადარა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ