logo2
logo2
logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
ლევან იზორია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
ლევან იზორია სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
17:15 12.10.2017
ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ლევან იზორიამ ნატოს წარმომადგენელს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც ალიანსის სტრატეგიული პარტნიორი დემოკრატიულ ფასეულობებსა და საერთო უსაფრთხოების ძალისხმევას იზიარებს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობას 2018 წელს გააგრძელებს. ჯეიმს აპატურაიმ ქართულ მხარეს საერთაშორისო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (SNGP) გათვალისწინებული ინიციატივების იმპლემენტაციის პროცესს და ნატოს გაძლიერებას შავი ზღვის რეგიონში. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, საქართველომ ამ მიმართულებით თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებისთვის კონკრეტული შეთავაზებები შეიმუშავა.
თავდაცვის მინისტრმა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს უწყებაში განხორციელებული რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი ნატოს სტრატეგიული მიზნებისკენ - თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებასა და შეკავების პოლიტიკისკენაა მიმართული.
ჯეიმს აპატურაიმ თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებს მხარდაჭერა აღუთქვა.
„თავდაცვის სამინისტრომ, მინისტრის ხელმძღვანელობით, ფუნდამენტალური რეფორმები განახორციელა. ეს რეფორმები ნამდვილად ძალიან წარმატებულია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ხელი შევუწყოთ ამ პროცესს, რომელსაც მხარს უჭერენ მოკავშირეებიც ორმხრივ ფორმატში. ნატო-საქართველოს თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებებს მოიცავს, როგორიცაა არსებითი პაკეტი, სწავლებები, მომავალი თანამშრომლობა შავი ზღვის ფორმატში. ბევრი მიმართულებით ვთანამშრომლობთ და ხშირად ვამბობ - ბევრი ნატო საქართველოში და ბევრი საქართველო ნატოში და ეს ნამდვილად ასეა. ველოდებით ნატოს მინისტერიალებს, მომავალ წელს კი, ნატოს სამიტს. ეს ყველაფერი ხელს შეგვიწყობს წინ წავიწიოთ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე“- განაცხადა აპატურაიმ.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2
ინტერვიუ
რობერტ ქოჩარიანი აგვისტოს ომზე: არიან ისეთები, რომლებიც ჯერ აკეთებენ, შემდეგ ფიქრობენ და ისეთებიც, რომლებიც ჯერ ფიქრობენ და შემდეგ აკეთებენ... (ინტერვიუ)
15:28 19.09.2018
მას შემდეგ, რაც სომხეთის ყოფილ პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, მან

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ პავლე ფელგენგაუერთან: აფხაზეთთან დაკავშირებით ბორის ელცინს არავინ არაფერს ეკითხებოდა
11:19 08.09.2018
„რადიო თავისუფლება//თავისუფალი ევროპის“ რუსული სამსახურის - „რადიო სვობოდას“
ინტერვიუ
ინტერვიუ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატ ჰელინ ზომერთან: ქართველები მერკელის ვიზიტით იმედგაცრუებულნი დარჩნენ
10:26 05.09.2018
ინტერვიუში გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი (ფრაქცია „მემარცხენეები“) ჰელინ ზომერი,
ინტერვიუ
მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება, სადაც მხოლოდ ნატურალური პროდუქტები გაიყიდება
10:17 04.09.2018
საქართველოს ელჩმა ბელარუსში, ვალერი კვარაცხელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა
ინტერვიუ
ინტერვიუ
გერმანელი პოლიტოლოგი: უახლოეს წლებში ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება არ მოხდება
12:08 22.08.2018
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი კავკასიური ტურნეს ფარგლებში თბილისს ეწვევა. იგი საქართველოში
ინტერვიუ
ინტერვიუ
პენტაგონის ექს-მაღალჩინოსანი: 2008 წელს ჩვენ რეაგირებისთვის მზად არ ვიყავით
00:14 16.08.2018
2008 წლის ომის დროს მარკ სიმაკოვსკი შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტში
ინტერვიუ
ინტერვიუ რაულ ხაჯიმბასთან: უცხოურ ვიზიტებში ქართული მხარის მიერ შექმნილი ბარიერები ხელს გვიშლის
13:04 15.08.2018
გაზეთ „იზვესტიის“ კორესპონდენტთან ინტერვიუში აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა საუბრობს რუსეთის
ინტერვიუ
Pleas creat article