logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
« თებერვალი 2018 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28
GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს
GDSC- ზე ტოტალური თავდაცვის საკითხები განიხილეს
15:04 12.10.2017
ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. ღონისძიების მეორე ნაწილი, რომელსაც გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტი (RUSI) მასპინძლობს, ტოტალური თავდაცვის საკითხების განხილვას დაეთმო.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პანელის სპიკერებმა ტოტალური თავდაცვის კონცეპტუალურ პრინციპებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრეს და სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება განიხილეს. პანელს RUSI-ს ასოცირებული დირექტორი ჯონათან ეიალი უძღვებოდა, რომელმაც ტოტალური თავდაცვის ევოლუცია მიმოიხილა.
თავდაცვის უწყებას მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია წარმოადგენდნენ.

ლელა ჩიქოვანმა კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გააცნო, რომელიც 4 - ფსიქოლოგიური, სამხედრო, სამოქალაქო და ეკონომიკური ელემენტებისგან შედგება. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის ძირითადი საფუძველი უწყებათშორისი თანამშრომლობის მექანიზმია, რაც არსებული შეზღუდული რესურსების ეფექტურ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ახალი კონცეფციის შემუშავებისას მან ყურადღება სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან მიღებულ გამოცდილებაზე გაამახვილა. დისკუსიისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ასევე, იმ მექანიზმებზე ისაუბრა, რასაც ნატო არსებითი პაკეტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორს სთავაზობს. აღნიშნული კონცეფცია მთავრობის დამტკიცების შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს წარედგინება. გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ სისტემის დანერგვისთვის საჭირო რესტრუქტურიზაციის პროცესზე გაამახვილა ყურადღება, რის შედეგადაც მართვისა და კონტროლის სისტემები გაუმჯობესდა.

უწყების ცნობით, ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შარლოტა ქოლენმა ტოტალური თავდაცვის შვედურ მოდელზე ისაუბრა, რომელიც მთავრობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ბიზნესის და მოქალაქეების მჭიდრო თანამშრომლობაზეა დაფუძნებული. მისი განცხადებით, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ჰიბრიდული გამოწვევების წინააღმდეგ ფინეთის პასუხია. ჰიბრიდულ საფრთხეებზე გაამახვილა ყურადღება ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდს ბერგმანისმაც. პანელზე ვიდეოკონფერენციის საშუალებით RUSI-ს მკვლევარი იგორ სუტიაგინი ჩაერთო, რომელმაც ისაუბრა რუსეთის მთავრობის პოლიტიკურ მიზნებზე და სურვილზე, აღადგინოს გავლენა პოსტ-საბჭოთა სივრცეზე, მათ შორის საქართველოზე. მისი თქმით, ამისთვის რუსეთი მის ხელთ არსებულ ეკონომიკურ, დიპლომატიურ, საინფორმაციო საშუალებებს იყენებს, ხოლო რუსეთის მიდგომა - ტოტალური აგრესია - გვავალდებულებს ტოტალური თავდაცვის კონცეფცია გვქონდეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა

ინტერვიუ
ინტერვიუ
კენეტ იალოვიცი: საქართველომ ის კონსტრუქციული კრიტიკა უნდა გაითვალისწინოს, რომელიც მეგობრებისგან მოდის
11:09 02.02.2018

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს მიმართ მეტ მხარდაჭერას

ინტერვიუ
ინტერვიუ
ინტერვიუ მელისა მუსიოსთან: საქართველოში NDI-ს გამოკითხვამ რამდენიმე საინტერესო საკითხი გამოკვეთა
11:32 22.01.2018

როგორც უკვე ცნობილია, აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა კავაკასიის

ინტერვიუ
ინტერვიუ ზურაბ აბაშიძესთან: ჩიხიდან გამოსასვლელად არაორდინალური აზროვნებაა საჭირო
13:26 15.01.2018

ათი წლის წინ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. იმ

ინტერვიუ
ინტერვიუ