logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედროს, გივი დუმბაძის სამადლობელო წერილი მიიღო
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედროს, გივი დუმბაძის სამადლობელო წერილი მიიღო
17:33 12.08.2017
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ პატიმრობაში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურის, გივი დუმბაძის სამადლობელო წერილი მიიღო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, 2017 წლის 6 ივლისს შეიწყალა და უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლებით აღკვეთით შეუცვალა. ორგანიზაციამ აღნიშნულ საქმეზე სპეციალური სამართლებრივი კვლევა მოამზადა და დაადგინა, რომ გივი დუმბაძის მსჯავრდება წინა ხელისუფლების დროს, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებულ დევნას წარმოადგენდა.

„მინდა გულწრფელი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ და თქვენი ორგანიზაციის თითოეულ წევრს, განურჩევლად ყველას, მუშაობდა თუ არა ჩემი საქმის შესწავლისას და დასკვნის მომზადების დროს, თქვენი ორგანიზაციის დიდი დამსახურებაა, რა შედეგიც მივიღეთ. კიდევ ერთხელ გამოვხატავ მადლიერებას თქვენს მიმართ თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და რომ გჯეროდათ და გჯერათ ჩემი უდანაშაულობის.

ბატონო არჩილ, რა თქმა უნდა გახარებულები ვართ ამ შედეგით, მე, ჩემი ოჯახიც და ყველა ადამიანი და ყველა ორგანიზაცია, ვინც იცოდა და მიცნობდა, როგორც მე ასევე ჩემს საქმეს.

მიღწეულით გახარებულები ვართ ყველანი იმ უიმედობის ფონზე, რაც იყო. იმედი გამიჩნდა მიღწეულით, რომ მალე ვიხილავ დღის შუქს და ოჯახს, მაგრამ დარჩენილი 6 წელი უდანაშაულოდ კიდე პატიმრობაში ყოფნა დამთრგუნველია. ამიტომაც, ბატონო არჩილ, თქვენი და თქვენი ორგანიზაციის და ყველასი თანადგომა და მხარდაჭერა მინდა, როგორც არასდროს. ამ გაურკვევლობასა და კითხვებს პასუხი სჭირდება. რა თქმა უნდა, ისიც არ მინდა ისე გამოვიდეს, რომ თითქოს მადლიერი არ ვიყო პრეზიდენტის, რომ შემიწყალა. პირიქით, მადლიერი ვარ და ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება მეც და ჩემი ოჯახიც, რადგანაც იმედი მომეცა, ადრე თუ გვიან, ოჯახში ვიყო. ამიტომაც თხოვნა არის ჩემი, რომ ამ საქმეს მიუდგეთ ფრთხილად, რომ არავინ გაღიზიანდეს, არ იფიქრონ, რომ მე უმადური ვარ, იმედს ვიტოვებ, რომ ყველას ერთობლივი ძალისხმევით ჩემს საქმეს შეისწავლიან საფუძვლიანად და კვლავ გამოიყენებენ შეწყალების აქტს და სრულად გამათავისუფლებენ, სხვა გზას და საშუალებას ვერ ვხედავ“ - ნათქვამია გივი დუმბაძის წერილში, რომელიც 2017 წლის 17 ივლისის მდგომარეობით თარიღდება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღმისეულ შესწავლას, ვინაიდან უნდა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები. ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე, 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე, მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში, გივი დუმბაძე თურქეთში იმყოფებოდა დასაქმებული ოჯახის წევრების - დისა და სიძის მიმართ საზაფხულო ტანისამოსის მიწოდებისთვის. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა. გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზეც და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ფაქტი, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულვებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოაქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. ყველა ჩვენება, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.

„ახალგარზდა ადვოკატების“ შეფასებით, შეუძლებელია გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, აგრეთვე დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზთანაც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდევაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს გივი დუმბაძის საქმეზე მუშაობას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას საქმეზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს თავისუფლების აღკვეთის ვადად განისაზღვრა 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წელი. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე