logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში შსს-მ ბათუმში იმიტირებული ქალაქი მოაწყო
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში შსს-მ ბათუმში იმიტირებული ქალაქი მოაწყო
15:02 12.08.2017
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში – „ეს ჩემი ქალაქია“ უმასპინძლა.

იმიტირებულ ქალაქში შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი. გამოფენის გარდა, ბათუმელებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:

უსაფრთხო ქალაქში სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, „პოლიმ“ გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.

საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და მოძრავი ლაბორატორია, რომელიც უსადენო კავშირის საშუალებით დაკავშირებულია დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზებთან და აღჭურვილია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით, რაც შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე პირველადი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.

შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაათვალიერეს და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ისრიალეს. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.

შსს-ს „112“-ის დეპარტამენტის „112-ის კოსმოსური ხომალდში“ მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.

ღონისძიებას ბათუმელი მოზარდებიც შეუერთდნენ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს, ხოლო სკოლა-ლიცეუმი „მასტერ-კლასის“ აღსაზრდელებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატები შექმნეს.

შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ „დაცულ ქუჩაზე“ ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი განათავსა.

საპატრულო პოლიციამ საგამოფენო სივრცეში საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: „ფორდ-ინტერსეპტორი“, საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და „სეგვეი“ წარმოადგინა.

სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: „კობრა“, „მგელი“, „დეფენდერი“.

იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შსს-მ ბათუმს საჩუქრად მოცულობითი მანათობელი კონსტრუქცია - „მე მიყვარს ბათუმი“ გადასცა, რომელზეც საგზაო მოძრაობის ნიშნებით აწყობილი გულია გამოსახული. კონსტრუქცია ბათუმის ბულვარში განთავსდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ IFES-ის პრეზიდენტ ბილ სუინსთან: საქართველოში არჩევნების სისტემა დაიხვეწა
15:03 18.10.2017
ინტერვიუ ბილ სუინსთან, IFES -ის (საარჩევნო სისტემების საერთაშორის ფონდის)
ინტერვიუ
ინტერვიუ
ახალი მუსიკალური ბრენდი ახალი შემადგენლობითა და ახალი რეპერტუარით
15:16 17.10.2017
ქართული ფოლკლორული სამყაროსთვის ნადირაშვილების მუსიკალური ოჯახი კარგად
ინტერვიუ
ღვინის ფესტივალი
საქართველოს მაშტაბით „ქართული ღვინის კვირეული“ ჩატარდა
13:43 12.10.2017
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, „ქართული
ინტერვიუ
ინტერვიუ ემინ მილთან: აფგან მუხთარლის დაკავების ფაქტმა საქართველოს იმიჯი დააზარალა
09:56 27.09.2017
ემინ მილი რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში ცნობილი ბლოგერი იყო. 2009 წელს
ინტერვიუ
ინტერვიუ სტივენ ნიქსთან: IRI თვითმმართველობის არჩევნებს არ შეაფასებს
09:50 27.09.2017
ინტერვიუ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) ევრაზიის პროგრამის
ინტერვიუ
ინტერვიუ ვახტანგ ყოლბაიასთან: 24 წლის შემდეგ ცხადი ხდება, რომ აფხაზებსაც ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ აფხაზეთი
09:35 27.09.2017
სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. გთავაზობთ ინტერვიუს აფხაზეთის მთავრობის
ინტერვიუ
ინტერვიუ
თამარ ჩუგოშვილი: სააკაშვილის საქმე ჩემთვის სხვა საქმეებისგან არაფრით განსხვავდება
15:03 19.09.2017
გასულ კვირას აშშ-ში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფებოდა, რომლის წევრებს არაერთი
ინტერვიუ
გიორგი სამანიშვილი: საქართველო პირველი უცხო ქვეყანაა, რომელიც ბორდოში ღვინის გამოფენაზე მიიწვიეს
15:08 13.09.2017
შემოდგომის დადგომასთან ერთად საქართველოში რთველი აქტიურ ფაზაში შევიდა. ამ დროისთვის უკვე