logo2
logo2
გამოკითხვა
მიგაჩნიათ თუ არა, რომ "მედიის განვითარების ფონდი", რომელსაც ბოკერიას ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს, მიუკერძოებელი ორგანიზაციაა?
logo2
logo2
logo2
არქივი
საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ფაქტზე ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
საგამოძიებო სამსახურმა სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსების ფაქტზე ექვსი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა
10:35 21.04.2017
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შიდა ქართლისა და აჭარის რეგიონებში, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა და საქართველოს ექვსი მოქალაქე, სათამაშო აპარატების უკანონოდ განთავსებისა და ფუნქციონირების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ქალაქ ხაშურში, ბათუმსა და ქობულეთში, სხვადასხვა პირებს, ბაზრობებსა და ხალხმრავალ ადგილებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე, განთავსებული ჰქონდათ კუსტარულად დამზადებული სათამაშო აპარატები, რაც მოქალაქეებს, შემთხვევითობის პრინციპით აძლევდა მიზერულ მოგებას, ხოლო მისი მფლობელები იღებდნენ დიდი ოდენობით უკანონო შემოსავალს.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სათამაშო აპარატების განთავსების სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 100 000 ლარს, შესაბამისად, ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი. საგამოძიებო სამსახურის მიერ საერთო ჯამში ნივთმტკიცების სახით ამოღებულია 20 ერთეული სათამაშო აპარატი.
საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ - ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა
logo2

ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთის ექს-პრემიერთან: პუტინმა კარდინალური შეცდომა 2014 წელს დაუშვა, მანამ კი-2008 წელს დასავლეთი შეცდა
12:25 13.04.2018

ჩეხეთის ყოველდღიური გაზეთის «Lidovky»-ს კორესპონდენტმა პეტრა პროხაზკოვამ ინტერვიუ

ინტერვიუ
დანიელ ფრიდი: მზარდ დასავლეთთან შეერთება ხვალ არ მოხდება და ეს პროცესი არც ქართველების სასურველი განრიგის მიხედვით დამთავრდება
12:28 05.04.2018

ამერიკის ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი დიპლომატი დანიელ ფრიდი აცხადებს, რომ დიდი

ინტერვიუ
 „სომხებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მიზანში ამოიღეს“-ინტერვიუ პოლიტოლოგ ფიკრეტ სადიხოვთან
10:48 03.04.2018
როგორც ცნობილია, ამას წინათ ამერიკელმა პროსომხურმა კონგრესმენებმა მთავრობას მოუწოდეს, რომ
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილმა კარგად დაიწყო, მაგრამ ცუდად დაამთავრა-რომელი ქვეყანა უფრო ეფექტურად ებრძვის კორუფციას
11:58 27.03.2018
რუსეთის ერთ-ერთმა ფონდმა («Центр открытости общества»), რომელიც იკვლევს, თუ რამდენადაა
ინტერვიუ
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი: საქართველოს არავინ არაფერს მისცემს, თუ არ მოითხოვეთ
12:17 13.03.2018

შეერთებული შტატები და ამერიკის ევროპელი მოკავშირეები, შეიძლება ითქვას, ევროპაში რუსეთის

ინტერვიუ
ინტერვიუ უკრაინის ვიცე-პრემიერთან: უკრაინასთან შედარებით ქართველებმა წინ გაჭრა შეძლეს
15:47 09.03.2018
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ, ესტონეთში, ტალინში ყოფნისას, ინტერვიუ მისცა გაზეთ
ინტერვიუ
შევარდნაძემ მითხრა რუსები ამას დიდხანს არ დაივიწყებენო-ინტერვიუ აშშ-ს ყოფილ ელჩთან
14:29 07.03.2018
ბოლო პერიოდში საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული რამდენიმე გახმაურებული სპეც-
ინტერვიუ
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ თემურ ალასანიასთან-ვინ არის სააკაშვილის იდუმალი მფარველი?
18:06 19.02.2018
რუსული ტელეკომპანია «НТВ»-ს პროგრამაში «Новые русские сенсации» („ახალი რუსული სენსაციები“)
ინტერვიუ
მიხეილ სააკაშვილი: ქართულ არმიასა და სამართალდამცველ ორგანოებში ძალიან დიდი მხარდაჭერა მაქვს
11:31 09.02.2018

უკრაინაში მყოფმა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა