logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურამ ზურაბ ნოღაიდელი დავით-გარეჯის თემაზე გამოკითხა - რა განაცხადა ყოფილმა პრემიერმა
პროკურატურამ ზურაბ ნოღაიდელი დავით-გარეჯის თემაზე გამოკითხა - რა განაცხადა ყოფილმა პრემიერმა
15:10 20.10.2020
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ზურაბ ნოღაიდელი გენერალურმა პროკურატურამ დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის უცხო სახელმწიფოსთვის შესაძლო გადაცემის ფაქტთან დაკავშირებით გამოკითხა.

ნოღაიდელის გამოკითხვის ოქმი ტელეკომპანია „იმედმა“ მოიპოვა.

გთავაზობთ ფრაგმენტს გამოკითხვის ოქმიდან:

„სხდომაზე საკითხის მომხსენებელმა შესაბამისმა პირმა, რომლის ვინაობას ვერ ვიხსენებ, მაგრამ მახსოვს, რომ სადელიმიტაციო კომისიას წარმოადგენდა, და, სავარაუდოდ, ამ კომისიის თავმჯდომარე იყო, ერთმნიშვნელოვნად და ცალსახად განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრები, იმ დროისთვის ჩვენს ხელთ არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძელზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს. საკითხის მომხსენებელმა ცალსახად განაცხადა, რომ ყველა დოკუმენტი და რუკა ერთმნიშვნელოვნად მიუთითებდა ამ ფაქტს.

ამ გარემოებაზე დაყრდნობით, იმავე უშიშროების საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ვინაიდან შესაბამისი კარტოგრაფიული მასალის საფუძველზე აღნიშნული მონასტრები ჩვენს ტერიტორიაზე არ შემოდიოდა და საზღვრის დადგენის შემდეგ დარჩებოდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, გვეზრუნა მათი რეკონსტრუქციისა და ქართულ ქრისტიანულ სალოცავად შენარჩუნებისთვის. უშიშროების საბჭოს აღნიშნულ სხდომას ესწრებოდნენ საბჭოს წევრები და მისი თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. აქვე მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტილებას უშიშროების საბჭოს სხდომაზე იღებდა მისი თავმჯდომარე - საქართველოს პრეზიდენტი და ამ სხდომაზეც, რასაკვირველია, იგივე მოხდა. რაც შეეხება თქვენ მიერ წარმოდგენილ წერილს, იგი ასახავს მაშინდელ ვითარებას და იმ დროისთვის ხელისუფლებაში არსებულ უპირობო კონსესუსს იმის თაობაზე, რომ დავით გარეჯის კომპლექსის სამი სალოცავი აზერბაიჯანის მხარეზე იყო და ჩვენ უნდა მოგვეხერხებინა მათი რესტავრაცია და ქრისტიანულ სალოცავებად ამოქმედება-განახლება. ამდენად, წარმოდგენილი წერილი სრულად გამოხატავს უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილების სულისკვეთებას და მისი აღსრულების ნაწილად უნდა იქნეს განხილული. თუმცა, აქვე მინდა მივუთითო, რომ აღნიშნული წერილი ვერანაირ შემთხვევაში ვერ გახდება, საქართველოს მიერ ზემოაღნიშნულ ტერიტორიებზე უარის თქმის საფუძველი.

კითხვა: ვინ მიიღო გადაწყვეტილება ზემოაღნიშნულ სხდომაზე, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი მონასტრების რეაბილიტაციაზე?

გადაწყვეტილება მიღებული იქნა პრეზიდენტის მიერ. მინდა დავაზუსტო, რომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული არა მხოლოდ სალოცავების რეაბილიტაციაზე, არამედ იმის შესახებაც, რომ გვეზრუნა, რათა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მყოფ სამონასტრო კომპლექსს ქართული-ქრისტიანეული სალოცავების სტატუსი შეენარჩუნებინა.

კითხვა: როცა საკითხის მომხსენებელმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ზემოაღნიშნული მონასტრები, იმ დროისთვის არსებული ყველა დოკუმენტითა და შესაბამისი რუკების საფუძველზე, მთლიანად რჩებოდა აზერბაიჯანის მხარეს, აღნიშნულ განცხადებას მოჰყვა თუ არა განხილვა სხდომაზე. დოკუმენტების მოთხოვნა, ამ საკითხის სიღრმისეული გამოკვლევა, თუ იგი მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე?

როგორც ვიხსენებ, დასმულ საკითხს მოჰყვა განხილვა, მაგრამ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტების მოთხოვნის საკითხი არ დასმულა. უშიშროების საბჭოს რომელი წევრები მონაწილეობდნენ დისკუსიაში, ახლა ზუსტად ვერ ვიხსენებ, მაგრამ ის კი მახსოვს, რომ პრეზიდენტისგან განსხვავებული პოზიცია განხილვისას არცერთ მათგანს არ დაუფიქსირებია.

როდესაც დღეს მედიით ვისმენ საპირისპირო განცხადებებს, პირველ რიგში, საქართველოს იმდროინდელი პრეზიდენტის და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ თურმე ყველა მასალა ხელთ ჰქონდათ და არაფრის დათმობას არ აპირებდნენ, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან მიკვირს, რადგან ეს განცხადებები დიამეტრალურად განსხვავდება იმ გაბატონებული აზრისგან, რაც ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს არსებობდა ხელისუფლებაში და საჯაროდაც ცხადდებოდა მისი ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან“ - ნათქვამია ზურაბ ნოღაიდელის ჩვენებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა