logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
logo2
logo2
 პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა
პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა
17:56 29.07.2020
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ანალიტიკური ელექტრონული მოდულის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, გენერალური პროკურორის მოადგილეები და რაიონული პროკურორები ესწრებოდნენ.

აღნიშნული სისტემა, პროკურატურის ლოკალურ ქსელზე არსებული პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილია და ციფრული ტრანსფორმაციის სტრატეგიის ფარგლებში შემუშავდა.

ანალიტიკური პროგრამული სისტემის ერთ-ერთ ინოვაციურ მიგნებას თანამშრომელთა დატვირთვის მონიტორინგის ავტომატიზაცია წარმოადგენს. ხსენებული მექანიზმი პროკურორის და პროკურატურის გამომძიებლის მიერ თითოეული სამართლებრივი დოკუმენტის შექმნისა და მასზე ხელმოწერის ფაქტს ზედმიწევნითი სიზუსტით აღრიცხავს, რის შემდეგაც, შესაბამისი ალგორითმებისა და პროგრამული ხელსაწყოების მეშვეობით ადგენს თანამშრომელთა დატვირთულობის ხარისხს, ასევე განსაზღვრავს დატვირთვის საშუალო ნიშნულს მომხმარებლისათვის საინტერესო საანგარიშო პერიოდთან მიმართებაში და ახდენს სტრუქტურულ დანაყოფებს შორის საშტატო ერთეულების ოპტიმალურ გადანაწილების მოდელირებას.

ელექტრონული მოდულის ერთ-ერთ კატეგორიაში განთავსებულია ინფორმაცია ანალიზების, სახელმძღვანელოების, რეკომენდაციებისა და კვლევების შესახებ, სადაც პროკურატურის თანამშრომლებს შესაძლებლობა ექნებათ განახორციელონ უკუკავშირი, კერძოდ, გაეცნონ, შეაფასონ და დააკომენტარონ უკვე არსებული კვლევითი შედეგები და სურვილის შემთხვევაში, ანალიტიკურ გუნდს შესთავაზონ საკუთრი ინიციატივა, თუ რის შესახებ ისურვებდნენ კვლევის ჩატარებას.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ანალიტიკური პროგრამული სისტემით განხორციელდება მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის შედეგებთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა და მათზე მონიტორინგის სისტემის სრული ავტომატიზაცია. აღნიშნული მექანიზმი, ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, რუტინული საქმიანობიდან ადამიანური რესურსების გამოთავისუფლებას და მათი თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩანაცვლების მიზანს ემსახურება.

როგორც გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ანალიტიკური მოდულის დანერგვა შესაძლებლობას იძლევა პროკურორებს შორის საქმეები თანაბრად გადანაწილდეს და გაიზარდოს თანამშრომლების ეფექტიანობა.

"ანალიტიკური მოდულის და ამ შესაძლებლობის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ რაიონულ პროკურორს გექნებათ შესაძლებლობა და წვდომა იმ ინფორმაციაზე, რომელიც ვფიქრობ, თითოეული თქვენგანისთვის მნიშვნელოვანია, რათა მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტიანობა და ასევე დაგეგმოთ მომავალი პრიორიტეტული მიმართულებები და თანაბრად გადაანაწილოთ საქმეები თქვენს თანამშრომლებს შორის, რასაც ეფექტიანობის გაზრდა, ხარისხის ამაღლება და პროკურორების საქმიანობის გაუმჯობესება მოჰყვება" - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.

გენერალური პროკურორის მოადგილის ნათია მერებაშვილის თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელება სისტემის შიგნით ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული მოდულის გარდა დაწყებულია სხვა პროექტებიც, რომელთა მიზანიც ადამიანური რესურსების მაქსიმალურად დაზოგვით და თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაყრდნობით პროკურატურაში კვლევითი საქმიანობის განხორციელებაა, რაც სისხლის სამართლის პოლიტიკის დასაგეგმად საჭირო მიმართულებებს, თანამშრომელთა საქმიანობის შეფასებას განსაზღვრავს და მუშაობის ხარისხს აამაღლებს.

"დავნერგეთ ახალი ელექტრონული პროდუქტი - პროკურორების, გამომძიებლების და კოორდინატორების დატვირთვის ელექტრონული მოდული. ეს მოდული საშუალებას გვაძლევს ძალიან მარტივად მივიღოთ ზუსტი და მრავალმხრივი მონაცემები თანამშრომელთა საქმიანობის შესახებ, იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ მათი თანაბარი დატვირთულობა, განვახორციელოთ ეფექტიანი და სწორი მენეჯმენტი, სწორი საკადრო პოლიტიკა, რაც თავის მხრივ აამაღლებს თანამშრომლების მოტივაციას" - აღნიშნა ნათია მერებაშვილმა.

ანალიტიკურ მოდულს ახლო მომავალში დაემატება ინოვაციური მიმართულება- "სოციოლოგიური არქივი",რომლის დანერგვაც ევროკავშირის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ხორციელდება. აღნიშნული ბლოკი, მომხმარებელზე ორიენტირებული ვიზუალიზაციითა და საკვლევი ცვლადების მოქნილი საძიებო სისტემით, ასახავს ინფორმაციას პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო ფორმატის სოციოლოგიური კვლევების თაობაზე. "სოციოლოგიური არქივი" ასევე შეიცავს ანალიტიკას ჩატარებული კვლევის მეთოდოლოგიისა და შედეგების შესახებ.

ანალიტიკური მოდული, რომელიც პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში დაინერგა, ორგანიზაციის საქმიანობაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასა და ციფრულ ტრანსფორმაციასთან დაკავშირებული რეფორმის ნაწილია და მისი შემდგომი ოპტიმიზაცია პროგრამის უკვე არსებულ ინსტრუმენტებთან ერთად BI (business intelligence) ფუნქციონალური შესაძლებლობების ინტეგრაციით იგეგმება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა