logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 საქართველოს პროკურატურისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესის და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა
საქართველოს პროკურატურისთვის ბავშვთა საუკეთესო ინტერესის და უფლებების დაცვა პრიორიტეტული მიმართულებაა
19:03 01.06.2020
საქართველოს პროკურატურა აქტიურად მუშაობს ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარებაზე.

ბავშვზე მორგებული გარემო გულისხმობს სათანადო კანონმდებლობას, სპეციალიზებულ პროფესიონალებს და ინფრასტრუქტურულ მოწყობას, რათა სამართალწარმოების პროცესში თავიდან ავიცილოთ დაზარალებული არასრულწლოვნის ხელახალი ვიქტიმიზაცია. ჩვენთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების შესაბამისი მართლმსაჯულების განხორციელება როგორც მოწმე და დაზარალებული, ისე კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მიმართ.

წარმატებით მოქმედებს არასრულწლოვანთა განრიდება-მედიაციის პროგრამა, რომელიც არასრულწლოვნებს აძლევს შესაძლებლობას ალტერნატიული ღონისძიებების ფარგლებში გააცნობიერონ ჩადენილი დანაშაული და აიღონ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებაზე. განრიდება-მედიაციის პროგრამაში ჩართულ პირთა მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის დაბალი მაჩვენებელი (9%) ცალსახად მიუთითებს პროგრამის წარმატებაზე. 2010 წლიდან დღემდე განრიდების მაჩვენებელი ყოველწლიურად მზარდია. პროგრამის ამოქმედებიდან 2019 წლის მდგომარეობით, სულ 2910 არასრულწლოვანი იქნა განრიდებული. ამასთან, წლის განმავლობაში განრიდების მაჩვენებელი აღემატება არასრულწლოვანთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელს.

უაღრესად მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მიმართ სწრაფი და ეფექტიანი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამ მიზნით პროკურატურაში შემუშავებულია არასრულწლოვანთა განრიდებისა და ბრალდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც სისტემატიურად ხორციელდება სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და მართლმსაჯულების შედეგების ანალიზი საზოგადოებას წარედგინება.

პროკურატურისთვის მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეებში ჩართულ პროკურორთა, პროკურატურის გამომძიებელთა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორთა სპეციალიზაციის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩართულ პირთა სპეციალიზაციას აქვს განგრძობადი ხასიათი და ისინი ყოველწლიურად გადიან გადამზადებას.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას გააჩნია რა მულტისექტორული შინაარსი, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით ყველა რეგიონში შექმნილია არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი, რომელთა საქმიანობაში პროკურორებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებული მოსამართლეები, გამომძიებლები, ადვოკატები, სოციალური მუშაკები, მედიატორები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

საქართველოს პროკურატურამ დანერგა არასრულწლოვანთა რეფერირების მექანიზმი ორი მიმართულებით. 2018 წელს გენერალური პროკურორის მიერ დამტკიცდა ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქცია და განისაზღვრა ბავშვზე ძალადობის რეაგირებისა და ბავშვის დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში ჩართულ სხვა უწყებებთან კომუნიკაციის წესი. ხოლო, 2020 წლიდან ამოქმედდა რთული ქცევის მქონე ბავშვთა რეფერირების მექანიზმი - გენერალური პროკურორის ბრძანებით დადგინდა კანონთან კონფლიქტში მყოფი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა გადამისამართების წესი.

ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის სრულყოფის მიზნით საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ მუშაობას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა