logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებულს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
21:30 15.05.2020
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, სხვისი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ვ.ლ დამნაშავედ სცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ ვ.ლ-მ განიზრახა მოტყუებით, თაღლითურად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიეთვისებინა არარეზიდენტი ფიზიკური პირების დიდი ოდენობით ფულადი თანხები. განზრახვის სისრულეში მოსაყვანად ვ.ლ-მ დაარეგისტრირა ვებგვერდი, რომლის მეშვეობითაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეებს, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ, სასურველი ქვეყნის ბინადრობის, მოქალაქეობის და მართვის მოწმობის ლეგალური/კანონიერი გზით მიღებაში სთავაზობდა დახმარებას.

მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ-ს მსგავსი მომსახურების გაწევა არ შეეძლო, იგი 2017 წლის ივნისში და ივლისში ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ნ.კ-ს და ს.ჰ-ს, ასევე აშშ-ს მოქალაქეს მ.გ-ს გამოგონილი სახელით გაეცნო და დაარწმუნა ისინი, რომ თითქოსდა დაეხმარებოდა ნ.კ.-სთვის საქართველოს ბინადრობის და მართვის მოწმობის, ს.ჰ-სთვის უნგრეთის რესპუბლიკის და მ.გ-სთვის ევროკავშირის წევრი რომელიმე ქვეყნის მოქალაქეობის ლეგალურად მიღებაში. ზემოაღნიშნული მომსახურების სანაცვლოდ ვ.ლ-მ დაზარალებულებს მოტყუებით 48 000 ლარი, 30 000 ევრო და 104 994 აშშ დოლარი გამოართვა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ნ.კ.-მ 2017 წლის 12 ივლისს ვ.ლ.-ს საბანკო ანგარიშზე შეცდომით გადარიცხა 42 300 აშშ დოლარი. მიუხედავად იმისა, რომ ვ.ლ.-მ იცოდა, რომ აღნიშნული თანხა ნ.კ.-ს ეკუთვნოდა და მისი დაბრუნების ვალდებულება ჰქონდა, თანხა კანონიერ მფლობელს არ დაუბრუნა და მიითვისა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ თანხებს ვ.ლ. მათი წარმოშობის წყაროს და ნამდვილი ბუნების შენიღბვის, ასევე მათთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ათავსებდა მის მიერ დაფუძნებული ფიქტიური იურიდიული პირების საბანკო ანგარიშებზე, საიდანაც შემდგომში პირადად, სესხის სახით გამოჰქონდა.

ვინაიდან ვ.ლ. თავს არიდებდა გამოძიებას, მას 2018 წლის 3 აპრილს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლება) და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მითვისება), 4 აპრილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ლ. სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ასევე, ვ.ლ-ს 2 წლის ვადით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება და სახელმწიფოს სასარგებლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის ეკვივალენტი 49000 აშშ დოლარი, 22400 ევრო და 16500 ლარი ჩამოერთვა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა