logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახეთის საოლქო პროკურატურაში 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნეს
კახეთის საოლქო პროკურატურაში 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია პირადად გააცნეს
17:43 14.05.2020
კახეთის საოლქო პროკურატურაში, დღეს 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე, დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირადად გააცნეს.

"დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლებს და მათ ადვოკატს საოლქო პროკურატურაში განუმარტეს, რომ პროკურატურა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და კანონშეუსაბამოდ მიიჩნევს გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენაში ბრალდებული უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და გამართლდა.

არასრულწლოვანის მშობლებს განემარტათ, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამომდინარეობს მოცემულ საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად მოპოვებული და ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებების შინაარსიდან, მოკლებულია მტკიცებულებათა ობიექტურ სამართლებრივ შეფასებას და რადიკალურად განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე არსებული სასამართლო პრაქტიკისგან.

გურჯაანის რაიონული სასამართლოს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით პროკურატურა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ ბრალდების მხარემ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენის დამადასტურებელი მტკიცებულებების სასამართლოში გამოკვლევა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის თებერვალში დაასრულა. მტკიცებულებათა გამოკვლევისას პროკურორმა მაქსიმალურად გამოიყენა სასამართლოს მიერ განსაზღვრული დრო და საქმის არსებითი განხილვის არც ერთი სხდომა ბრალდების მხარის მიზეზით არ გადადებულა;

ბრალდების მხარემ მოცემული საქმის განხილვისას სასამართლოში წარადგინა ყველა ის მტკიცებულება, რომელთა ერთობლიობა, არსებული საკანონმდებლო სივრცისა და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით, ადასტურებდა ბრალდებულის მიერ ბრალად წარდგენილი დანაშაულის ჩადენას.

ბრალდების მხარისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა გურჯაანის რაიონული სასმართლოს მოსამართლე დავით ნარიმანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და რა გარემოებებით იხელმძღვანელა განაჩენის გამოტანის დროს.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, რის გამოც განაჩენს სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს"-აცხადებენ პროკურატურაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა