logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ეტაპობრივად აღდგენა ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირებით დაიწყება
პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ეტაპობრივად აღდგენა ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირებით დაიწყება
18:37 13.05.2020
გამოიცა საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ძალადობის ჩადენისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულებისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების დღედ 2020 წლის 18 მაისი დადგინდა. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, პრობაციის ბიუროებში გამოცხადების ვალდებულება 18 მაისიდან 1499 პირს შეეხება.

პრობაციის ბიუროები ოჯახურ დანაშაულში მსჯავრდებული პირების მისაღებად უკვე მზად არიან. იმისათვის, რომ მოხდეს ვირუსის გავრცელების პრევენცია და დაცული იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, უწყებათაშორისი საბჭოს, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები, ყველა ბიურო აღჭურვილია დენზობარიერით, თავდაცვის ინდივიდუალური საშუალებებით. აპარატურა, რომელიც თითის ანაბეჭდის ასაღებად გამოიყენება, ყოველი მოხმარების წინ სპეციალური ხსნარით დამუშავდება. ბიუროს შიდა სივრცეში შესასვლელად პრობაციონერები ვალდებულნი იქნებიან, ატარონ დამცავი ნიღაბი. სერვისის მისაღებად შენობაში ერთდროულად დაიშვება არაუმეტეს სამი პირისა, შენობის გარეთ კი, სოციალურ დისტანციას დაცვის პოლიცია გააკონტროლებს.

რაც შეეხება დანარჩენ, სხვა მუხლებით გასამართლებულ პრობაციონერებს, ისინი პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულნი არიან საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბიუროში გამოუცხადებლობა მათ ჩაეთვლებათ საპატიოდ.

პრობაციონერები ბიუროებში სავალდებულო გამოცხადებისგან იუსტიციის მინისტრის მითითებით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით გათავისუფლდნენ, იუსტიციის მინისტრის 16 აპრილის №522 ბრძანების მიხედვით კი, სავალდებულო გამოცხადებისაგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.

დღეს, ამავე ბრძანებაში შესული ცვლილებების თანახმად, ოჯახური დანაშაულისა და ოჯახში ჩადენილი ძალადობისათვის გასამართლებული პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები პრობაციის ბიუროში დადგენილი რეჟიმის შესაბამისად – 2020 წლის 18 მაისიდან უნდა გამოცხადდნენ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა