logo2
logo2
logo2
არქივი
« მაისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
მცდარი სამედიცინო ქმედების გამო სამედიცინო დაწესებულებას ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
17:16 11.05.2020
"გარდაცვლილი პაციენტის მშობელმა სამედიცინო დაწესებულებას სასამართლო დავა მოუგო.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სამედიცინო დაწესებულებას პაციენტის მშობლის სასარგებლოდ მორალური ზიანის სახით 5000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანისათვის 10 000 ლარის (დაკრძალვის ხარჯები) გადახდა დაეკისრა“-ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს, რომელიც სასამართლოში მოსარჩელის ინტერესებს იცავდა.

„პაციენტი 2014 წლის 5 დეკემბერს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახმეტის რაიონული სამსახურის ექიმის არასათანადო მკურნალობის შედეგად გარდაიცვალა. პაციენტის მშობელი დავობდა, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მცდარ სამედიცინო ქმედებას, რაც გამოიხატა ექიმის მიერ საჭირო სამედიცინო მოქმედებების აღიარებული სამედიცინო სტანდარტების შეუსრულებლობაში, რამაც პაციენტის გარდაცვალება გამოიწვია. გარდა მცდარი სამედიცინო ქმედებისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა არ იყო აღჭურვილი შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით.

სასამართლომ პაციენტის გარდაცვალებაში მოპასუხე მხარის ბრალეულობის საკითხის გამორკვევის მიზნით ყურადღება გაამახვილა იმ უდავო გარემოებაზე, რომ მიუხედავად სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისთვის პაციენტის სავარაუდო ჩივილების შესახებ ინფორმაციის მიწოდებისა, გამოძახებაზე მისულ სამედიცინო პერსონალს ელექტროკარდიოგრამის აპარატი არ ჰქონდა. სასამართლომ ასევე მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზეც, რომ პაციენტის ჩივილების (ძლიერი ტკივილი გულ-მკერდის არეში) მიუხედავად (რომლის შესახებაც სასწრაფო სამედიცინო ბრიგადისთვის გამოძახების ეტაპზევე იყო ცნობილი) სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამედიცინო პერსონალს შესაბამისი მოწყობილობის არქონის გამო მისთვის ელექტროკარდიოგრამა არ გადაუღია და არც ამ ჩივილებისთვის გათვალისწინებული სტანდარტული მკურნალობა ჩაუტარებია.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლომ დაასკვნა, რომ განსახილველ შემთხვევაში ზიანის დადგომა (მოსარჩელეთა შვილის გარდაცვალება) სამედიცინო პერსონალის მხრიდან მკურნალობის პროცესში დაშვებულმა ხარვეზებმა გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად არ ადგენს პირის ახლო ნათესავი გარდაცვალების გამო სამედიცინო დაწესებულებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. თუმცა, საქართველოს უზენაესი სასამართლომ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2018 წლის 19 ივლისს საქართველოს წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების (საქმეზე „სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“) შემდგომ შეცვლილი პრაქტიკის შესაბამისად, მიიჩნია, რომ არსებობდა ზიანის ანაზღაურების საფუძველი. სასამართლომ უდავოდ დადგენილად ჩათვალა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გამოწვეული შვილის მოულოდნელი გარდაცვალებით მშობელმა ძლიერი სულიერი სტრესი განიცადა, რაც იძლეოდა პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ შვილის გარდაცვალებით განცდილი ნეგატიური ფაქტორებიდან გამომდინარე, მშობლის ჯანმრთელობას მიადგა იმგვარი ზიანი, რასაც შედეგად სულიერი ტანჯვა, ძლიერი ემოციური სტრესი და საბოლოოდ ჯანმრთელობის გაურესება მოჰყვა, აღნიშნული კი სასამართლომ მორალური ზიანის ანაზღაურების წინაპირობად შეაფასა“-ნათქვამია საიას ინფორმაციაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა