logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
სტრასბურგის სასამართლომ 2004-2008 წლებში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ნარკოტიკების „ჩადების“ პრაქტიკის არსებობა კიდევ ერთხელ დაადასტურა
18:33 07.05.2020
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – „მეგრელიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და დააკმაყოფილა მომჩივნის პრეტენზიები 2007 წელს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ თაობაზე.

მომჩივანი ევროპული სასამართლოს წინაშე კონვენციის მე-6 მუხლის საფუძველზე ამტკიცებდა, რომ სოდ-ის თანმშრომლებმა ნარკოტიკები მასთან განზრახ განათავსეს და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ემყარებოდა უკანონოდ მოპოვებულ მტკიცებულებებს; მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს თვითნებურად ეთქვათ უარი ჩხრეკის დროს დამოუკიდებელი მოწმეების დასწრებაზე; შიდა სასამართლოებმა კი, სათანადოდ არ განიხილეს დაცვის მხარის არგუმენტები სადავო მტკიცებულებების თაობაზე.

კერძოდ, 2007 წლის 3 ივლისს, ნარკოტიკების ფლობის საფუძველზე, მომჩივანი მანქანით გადაადგილებისას სოდ-ის თანამშრომლებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და როგორც შარვლის ჯიბიდან, ისე მანქანიდან ნარკოტიკული საშუალებები ამოუღეს, რასაც მომჩივანი აპროტესტებდა და ამტკიცებდა, რომ მას ნარკოტიკები არ ჰქონია. იმავე დღეს, მომჩივნის დაკავებისა და ჩხრეკის პარალელურად, სოდ-ის თანამშრომლები, მერაბ მეგრელიშვილის მეუღლის, სიდედრისა და ორი მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, რამდენიმე საათის განმავლობაში ჩხრეკდნენ მის ბინასა და ავტოფარეხს, სადაც დამატებით იპოვეს ნარკოტიკული საშუალებები (სახლის აივანსა და ავტოფარეხში).

ჩხრეკის ოქმები ადასტურებს, რომ მომჩივანსა და მისი ოჯახის წევრებს არ მისცეს საშუალება, ჩხრეკას დასწრებოდნენ მომჩივნის ადვოკატი ან დამოუკიდებელი მოწმეები. მომჩივანმა და მისი ოჯახის წევრებმა უარი განაცხადეს ჩხრეკის ოქმების ხელმოწერაზე და აღნიშნეს, რომ ნარკოტიკები „ჩაუდეს“ სოდ-ის თანამშრომლებმა.

2007 წლის 4 ივლისს მომჩივანს ბრალი წაუყენეს ნარკოტიკული დანაშაულისთვის. 2008 წლის 31 მარტს მომჩივანი დამნაშავედ ცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 16 ივლისს, ხოლო 2008 წლის 19 ნოემბერს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად გამოაცხადა მომჩივნის საკასაციო საჩივარი.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქმეზე დადგინდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა შემდეგი გარემოებების გამო:

1. ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, რომლის სასამართლო ზედამხედველობა არ განხორციელებულა;

2. ჩხრეკა ჩატარდა სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, თუმცა, დასაბუთებული არ ყოფილა, რა გადაუდებელმა აუცილებლობამ გამოიწვია ჩხრეკის ამ ფორმით ჩატარება;

3. ჩხრეკას არ დაასწრეს დამოუკიდებელი მოწმეები;

4. სასამართლო განხილვის ეტაპზე ამგვარ საეჭვო ვითარებაში ჩატარებული ჩხრეკის კანონიერება სათანადოდ არ გაანალიზდა;

5. საეჭვო ჩხრეკის შედეგად მოპოვებული ნარკოტიკების გარდა, საქმეში არ ყოფილა სხვა სარწმუნო მტკიცებულება, რომელიც მომჩივნის ბრალეულობას დაადასტურებდა.

შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ კუმულაციურად – ჩხრეკის დროს არსებულმა პროცედურულმა ხარვეზებმა, არაადეკვატურმა სასამართლო შემოწმებამ და საქმეში არსებულმა სხვა სუსტმა დამადასტურებელმა მტკიცებულებებმა მთლიანობაში დაარღვია მომჩივნის საქმის სამართლიანი განხილვის უფლება. სასამართლომ სახელმწიფოს მომჩივნის სასარგებლოდ დააკისრა 3 000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.

აღსანიშნავია, რომ ევროპულმა სასამართლომ საკუთარი არგუმენტაცია დააყრდნო 2019 წლის 14 მარტს საქმეზე – „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – გამოტანილ გადაწყვეტილებას, სადაც მომჩივანი, აგრეთვე, ჩიოდა 2005 წელს შსს-ის თანამშრომლების მიერ მისთვის ნარკოტიკების „ჩადების“ გამო. სტრასბურგის სასამართლომ ამ საქმეშიც კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა, რადგან ჩხრეკა ჩატარდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, „გადაუდებელი აუცილებლობის“ მოტივით, სასამართლოს წინასწარი თანხმობის გარეშე, და სასამართლო განხილვის ეტაპზე ეს საეჭვო გარემოებები არ აღმოფხვრილა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა