logo2
logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა გახანგრძლივდა
პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა გახანგრძლივდა
16:44 17.04.2020
პირობით მსჯავრდებულებისთვის პრობაციის ბიუროში გამოცხადების ვალდებულებისგან გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე, პირობით მსჯავრდებულები და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირები გათავისუფლებულნი არიან პრობაციის ბიუროში რეგისტრაციისა და აღრიცხვაზე აყვანის მიზნით გამოცხადების ვალდებულებისაგან.

ამავე ბრძანებით, გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა მიმართ კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დაცვის განსხვავებული წესიც ამოქმედდა.

კერძოდ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცრები გარკვეული კატეგორიის საქმეებზე, პერიოდულად განახორციელებენ პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირთა კონტროლს საცხოვრებელ მისამართზე. წინასწარი სატელეფონო შეტყობინებისა და საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის შესახებ შედგება შესაბამისი ოქმები. პრობაციონერის საცხოვრებელ მისამართზე ვიზიტის დროს, პრობაციის ოფიცერი ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და სსიპ "ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის" მიერ გაცემული რეკომენდაციები. ბრძანებაში ასევე აღნიშნულია, რომ თუ, წინასწარი შეტყობინების შემდეგ, პრობაციის ოფიცერს პრობაციონერი მოთხოვნილ დროს საცხოვრებელ მისამართზე არ დახვდება, მაშინ იგი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაჯარიმდება.

რაც შეეხებათ იმ პრობაციონერებს, რომლებიც საზღვარგარეთ გამგზავრების ნებართვის ვადის ამოწურვის მიუხედავად, მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებენ საქართველოში დაბრუნებას, ისინიც თავისუფლდებიან ნებართვის აღების დადგენილი ვალდებულებისაგან.

როგორც ცნობილია, იუსტიციის მინისტრის მითითებით, პრობაციონერებმა სავალდებულო გამოცხადებისგან გათავისუფლების ერთთვიანი ვადით ჯერ კიდევ 12 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით უკვე ისარგებლეს. ახალი ბრძანების მიხედვით კი გათავისუფლების ვადა საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გახანგრძლივდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბიუროში გამოუცხადებლობა პრობაციონერებს ჩაეთვლებათ საპატიოდ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა