logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
„ფრესკომ“ წაგებული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
„ფრესკომ“ წაგებული საქმე თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა
17:20 15.04.2020
კომპანია „ფრესკომ“ Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით წაგებული დავა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც საერთო სასამართლოებში, გიორგი ლაბაძის ინტერესებს წარმოადგენს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო გამონათქვამები არ ეკუთვნოდა გიორგი ლაბაძეს და სოციალური გვერდის ავტორმა საზოგადოებას მხოლოდ მიაწოდა კომპანიაში დასაქმებული თუ ყოფილი თანამშრომლების მიერ ერთობლივად მომზადებული განცხადების ტექსტი. ამასთან, გიორგი ლაბაძემ სატელევიზიო ეთერშიც გააკეთა განცხადება, რომ ცნობები, რომელიც გამოქვეყნდა მისი ავტორობით მოქმედ გვერდზე, ეკუთვნოდა კომპანიაში დასაქმებულებსა და ყოფილ თანამშრომლებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი ლაბაძის დაცვის მხარის პოზიცია და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებლად ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნილია შემდეგი:

„განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ დარღვეულა საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციითა და საქართველოს კანონებით დაცული მოსარჩელის უფლებები. მოსარჩელეს მოეთხოვება, იყოს მეტად ტოლერანტული მის მიმართ გამოთქმული მოსაზრებების მიმართ. საზოგადოების ყურადღების დაკმაყოფილება მოითხოვს, რომ მსგავსი დისკუსია არ უნდა იქნეს აკრძალული, დათრგუნული სასამართლო გზით, რადგან დემოკრატიის საყრდენი ღერძი არის სწორედ სიტყვის თავისუფლება და საზოგადოების ჩართულობა საინტერესო და მნიშვნელოვან მოვლენებში.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ლაბაძე საჯაროდ გავრცელებულ წერილში, შესავალშივე ახდენს საზოგადოების ინფორმირებას იმ გარემოებების თაობაზე, რომ სადავო გამონათქვამები მას ნამდვილად არ ეკუთვნის და საზოგადოებაც თავიდანვე ინფორმირებულია, რომ გიორგი ლაბაძის საავტორო სოციალური გვერდი მხოლოდ ავრცელებს კომპანიის ყოფილი თუ მოქმედი თანამშრომლების შრომითი პირობების თაობაზე არსებულ შეხედულებებს. აღნიშნულის თაობაზე მან ასევე განაცხადა 2017 წლის 10 თებერვალს, ტვ პირველის სატელევიზიო არხზე, „დიანა ტრაპაიძის „დღის ამბებში", სადაც აღნიშნა, რომ იგი პასუხისმგებლობას იღებდა მხოლოდ იმაზე, რომ წერილები მას სხვა პირებმა გადასცეს, ხოლო შეესაბამებოდა თუ არა მასში გადმოცემული ფაქტები სინამდვილეს, აღნიშნულს არ ამტკიცებდა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით სადავო განცხადებები წარმოადგენს არა საზოგადოებისათვის მოპასუხის მიერ ფაქტის შესახებ მტკიცებითი ფორმით მიწოდებას, არამედ, სხვა პირთა მიერ მოწოდებული ცნობების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არც განცხადებების გავრცელების და არც დავის პროცესში, მოპასუხეს არ მიუთითებია იმ პირთა შესახებ, რომელთა წერილებზე დაყრდნობითაც გაკეთდა ფესბუქსზე სტატუსი. მოპასუხეს ამ პირთა იდენტიფიცირება არ მოუხდენია არც სატელევიზიო გადაცემაში მონაწილეობის დროს. მიუხედავად აღნიშნულისა, ისეთ პირობებში, როდესაც არ არსებობს განცხადებებისათვის ცილისწამების კვალიფიკაციის მინიჭების წინაპირობები, მხოლოდ ის გარემოება, რომ მოპასუხემ არ დაასახელა ინფორმაციის წყარო, ვერ გახდება მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი, რადგან სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საქმეზე მოპასუხის უარი – გაამხილოს პროფესიული საიდუმლოება ან მისი წყარო – გახდეს მოპასუხის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების გამოტანის ერთადერთი საფუძველი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა იმ ფაქტობრივ/სამართლებრივი საფუძვლების არსებობა, რასაც უკავშირდება ცილისწამებისათვის პირის პასუხისმებლობა“ - აღნიშნულია სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში.

კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოეხდინა. ამასთან, გიორგი ლაბაძეს მოეხდინა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც. ამასთან, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გიორგი ლაბაძის მიმართ დაკისრების მოთხოვნა.

ორგანიზაციის შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საბაზისო დოკუმენტი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა უფლებების მიმართ ყველა სხვა დამსაქმებლის მხრიდან მეტ წინდახედულებასა და ყურადღებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის პოზიციით, დავას საზოგადოებრივი მნიშვნელობა გააჩნია და ორგანიზაციისთვის სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეა.

ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, სამართალწარმოების გაჭიანურება განპირობებული აღმოჩნდა თავდაპირველი მოსამართლის ცვლილების გამო. საქმეზე სულ 6 სასამართლო სხდომა გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან კუჭავამ 2020 წლის 20 თებერვალს მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა