logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ნიკა გოგბერაშვილი: დაჯარიმებული პირები გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ
ნიკა გოგბერაშვილი: დაჯარიმებული პირები გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ
19:40 04.04.2020
ფიზიკური თუ იურიდიული პირები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შედეგად დადგენილი წესების დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, სასამართლოსთვის მიმართვით სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებიდან 10 დღის ვადაში შეძლებენ. ამჟამად, კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები, შეჩერებულია და პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს იცოდეს ჩვენმა მოქალაქეებმა და იურიდიულმა პირებმა - აღნიშნულის შესახებ განმარტებას ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, ნიკა გოგბერაშვილი აკეთებს.

ნიკა გოგბერაშვილის განმარტებით, სასამართლოსთვის მიმართვა ყველას ფუნდამენტურ უფლებას წარმოადგენს, განსახილველ შემთხვევაში კი, შემოწმდება ადმინისტრაციული საჩივრის საფუძვლიანობა და სასამართლო უფლებამოსილია, თითოეულ სამართალდარღვევის შემთხვევა დეტალურად გამოიკვლიოს, რათა შემოწმდეს ადმინისტრაციული აქტის კანონიერებისა და გამოცემის მართლზომიერების საკითხი. როგორც ცნობილია, 2020 წლის 21 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს გამოიცა საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს: ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას - ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის - 15 000 ლარის ოდენობით. ამასთან, ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო იურიდიული პირისთვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან/და კუმულაციურ სანქციას.

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის ვადით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.კერძოდ, მიმოსვლის, შეკრებისა და მანიფესტაციის, აგრეთვე საჯარო სივრცეში თავშეყრისა და ეკონომიკური საქმიანობის კონსტიტუციურ უფლებებზე. შესაბამისად განისაზღვრა აღნიშნული დადგენილების დარღვევისთვის პასუხიმგებლობის ზომებიც. დადგენილი რეგულაციისგან განსხვავებული მოქმედების ჩადენა განიხილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად და მასზე ვრცელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესები. რადგანაც საგანგებო რეჟიმის დარღვევა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, შესაბამისი პირის/ორგანოს მიერ გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტზე უნდა გავრცელდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი გასაჩივრების ვადები. კოდექსის 273-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება, რაც არაერთ შემთხვევას ითვლის, შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის შესაბამისი დადგენილების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში, თუმცა გასაჩივრების ვადებთან მიმართებით, განსხვავებული რეგულირება დადგინდა საქართველოს მთავრობის N181 დადგენილებამ. კერძოდ, ჩერდება კანონმდებლობით დადგენილი ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები. მართალია, მოცემული ნორმა არ ადგენს, თუ საჩივრის წარდგენის ვადა, რა დრომდე ჩერდება, თუმცა ქვეყანაში შემოღებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე ივარაუდება, რომ ნებისმიერი დროებითი რეგულაცია დამოკიდებულია მისი მოქმედების ვადაზე. შესაბამისად, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, ვინც დაჯარიმდნენ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის, შესაძლებლობა ექნებათ მიღებული დადგენილებები გაასაჩივრონ 22 აპრილიდან, საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან 10 დღის ვადაში, თუ არ იქნა მიღებული დამატებითი გადაწყვეტილება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელების თაობაზე - განმარტავს ნიკა გოგბერაშვილი.

მისი თქმით, აუცილებელია მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოს აღნიშნული დადგენილებების გასაჩივრების წესზეც. სამართალდარღვევათა კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, დადგენილება, აგრეთვე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება ჯარიმის სახით ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, – ზემდგომ ორგანოში (ზემდგომ თანამდებობის პირთან) ან რაიონის (ქალაქის) სასამართლოში. საჩივარი შეიტანება იმ ორგანოში (თანამდებობის პირთან), რომელმაც გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საჩივრის წარდგენა შესაძლებელია, აგრეთვე რაიონის (ქალაქის) სასამართლოშიც. ადმინისტრაციული სამართალდარღევის საქმეებზე საბოლოო ინსტანციის სასამართლოს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლო, რომლის დადგენილებაც არ საჩივრდება და დაუყოვნებლივ შედის კანონიერ ძალაში.

ცნობისთვის: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 4 აპრილის სტატისტიკური მონაცემით, პოლიციამ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 421 ფაქტი გამოავლინა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა