logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
გენერალურმა პროკურორმა სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში  მიიღო მონაწილეობა
გენერალურმა პროკურორმა სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
18:21 20.03.2020
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, უზენაეს სასამართლოში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილე ნიკა ცხვარაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი, იურიდიული დახმარების სამსახურის ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ესწრებოდნენ.

მხარეებმა ქვეყანაში არსებული ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარების დეტალები განიხილეს და სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებზე შეთანხმდნენ.

სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება გულისხმობს პროცესის ყველა მონაწილის ჩართვას სპეციალური პროგრამის დახმარებით, რომელიც შესაძლებლობას იძლევა მხარეები ვიდეოკონფერენციაში ერთდროულად ჩაერთონ.

პროკურორებს შესაძლებლობა ექნებათ დისტანციურ სასამართლო სხდომებში მონაწილეობა მიიღონ პროკურატურის ნებისმიერი ოფისიდან.

სასამართლო პროცესებში დისტანციურად მოხდება ადვოკატების და პროცესის სხვა მონაწილეების, ასევე სათანადო მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის საშუალებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული ბრალდებულების ჩართვაც.

"დღევანდელი შეხვედრა ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების პრევენციასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებას მიეძღვნა, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში უნდა განხორციელდეს, რათა მართლმსაჯულების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს და ასევე უზრუნველყოფილ იქნას ამ პროცესში ჩართული მხარეების ჯანმრთელობის უსაფრთხოება. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. კონკრეტულად, გუშინ უკვე გაიმართა პირველი დისტანციური პროცესი. ჩვენი მიზანია, ყველა იმ საქმეებზე, რომლებზეც მართლმსაჯულება აუცილებლად უნდა გაგრძელდეს, ეს პროცესი განხორციელდეს დისტანციური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. აღნიშნული პროგრამა უკვე დაინერგა, რისთვისაც დიდი მადლობა ამ პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. ვფიქრობ, აღნიშნული სიახლე უზრუნველყოფს ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების მინიმუმამდე დაყვანას""-განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასამართლო სხდომების დისტანციური წესით ჩატარება ხელს შეუწყობს სოციალური დისტანციის დაცვას და ინფექციური დაავადების გავრცელების პრევენციას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა