logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
წართმეული ხელოვნების ნიმუშის მესაკუთრესთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
წართმეული ხელოვნების ნიმუშის მესაკუთრესთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
18:40 04.03.2020
სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შედეგების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 27 თებერვლის გადაწყვეტილებით, ფიროსმანის ფერწერული ნამუშევარი „ბატკანი“ კანონიერ მესაკუთრეს დაუბრუნდა-განცხადებას ამის შესახებ გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„2011 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე, დ.ა.-ს მიერ წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ნ. ფიროსმანაშვილის ფერწერული ტილოს შეძენისა და გასაღების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტითა და 19,186-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2012 წლის 23 მაისს მ.შ.-ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. 2012 წლის 24 მაისს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმიდან გამოიყო მ.შ.-ს ბრალდების სისხლის სამართლის N009240512001 საქმე, რომელზეც საპროცესო შეთანხმების საფუძველზე მ.შ.-ს მიმართ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებისათვის, ხოლო ფერწერული ნამუშევარი სახელმწიფოს გადაეცა.

2015 წლის 6 მარტს დ.ა.-ს მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის N009271011001 საქმე გამოსაძიებლად გადაეცა საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტს.

2017 წლის 17 ნოემბერს, სისხლის სამართლის N009271011001 საქმეზე შეიცვალა კვალიფიკაცია და გამოძიება გაგრძელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

2018 წელს საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა შუამდგომლობით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ხელახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მოითხოვა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებისთვის დამნაშავედ ცნობილი მ. შ.-ს გამართლება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 30 ოქტომბერს გამოტანილი განაჩენით, გაუქმდა მის მიმართ 2012 წლის 5 ივნისს დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი და მ. შ. უდანაშაულოდ იქნა ცნობილი.
2019 წლის 6 მარტს, დ.ა-ს მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის №009271011001 საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

პროკურატურისა და სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე დ.ა.-ს კანონიერ მემკვიდრეს ნ.ა.-ს მიეცა შესაძლებლობა სამოქალაქო სარჩელით მიემართა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიისთვის და აღნიშნული ფერწერული ტილოს საკუთრებაში დაბრუნება მოეთხოვა. ხსენებული სამოქალაქო სარჩელის განხილვის შედეგად 2020 წლის 27 თებერვალს სასამართლომ მოსარჩელე ნ.ა ფიროსმანის ფერწერული ნამუშევრის „ბატკანის“ კანონიერ მესაკუთრედ ცნო.
შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ აღარ არსებობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხრიდან სადავო სურათის მართლზომიერად ფლობის საფუძველი და ნახატის კუთვნილების საკითხი მოსარჩელის ნ.ა.-ს სასარგებლოდ გადაწყვიტა“-აცხადებენ პროკურატურაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა