logo2
logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თუ მობილური ოპერატორები ტარიფს ცალმხრივად ისევ შეცვლიან, სასამართლოში სტრატეგიულ სამართალწარმოებას დავიწყებთ
„ახალგაზრდა ადვოკატები“: თუ მობილური ოპერატორები ტარიფს ცალმხრივად ისევ შეცვლიან, სასამართლოში სტრატეგიულ სამართალწარმოებას დავიწყებთ
18:46 03.03.2020
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოში მობილური ოპერატორების მხრიდან სატარიფო პოლიტიკის მოსალოდნელ ცვლილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ორგანიზაცია მზადაა დაიწყოს სტრატეგიული სამართალწარმოება სასამართლოში და სასამართლომ სატელეკომუნიკაციო მომსახურების სფეროში უპასუხოს იმ ქაოტურ მდგომარეობას, რაც დაკავშირებულია მომხმარებელთა ნების გათვალისწინების გარეშე მომსახურების ტარიფის ცვლილების მართლზომიერებასა და მიზანშეწონილობასთან.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, კომპანია „მაგთიკომის“ გადაწყვეტილება, 2020 წლის 6 აპრილიდან შეცვალოს სატარიფო გეგმა, „მარტივი 25”-ის ნაცვლად, საზოგადოებას შესთავაზოს „მარტივი 30“, წარმოადგენს მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობების ცალსახა დარღვევას. წინამდებარე მომსახურების მიწოდების სტანდარტული პირობები შედგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონების შესაბამისად და არეგულირებს ოპერატორსა და აბონენტს შორის მომსახურებებისა და დამატებითი მომსახურებების ფარგლებში მხარეთა ურთიერთობებს. ფაქტობრივად, აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებულ უვადო ხელშეკრულებას. მართალია, კომპანიას ხელშეკრულება ანიჭებს უფლებას და არამართზომიერ უპირატესობას, რომ ცალმხრივად შეცვალოს სატარიფო პოლიტიკა, თუმცა ასეთ შემთხვევაში, კომპანიას მომხმარებელთა მიმართ გააჩნია არამხოლოდ სატარიფო გეგმის ცვლილების შესახებ ინდივიდუალური შეტყობინების გაგზვანის ვალდებულება, არამედ ვალდებულება დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების მიზეზები.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, კომპანია „მაგთიკომმა“, ისე, რომ არავითარი საჯარო და კერძო განმარტება არ გაკეთებულა, არ დასახელებულა კონკრეტული მიზეზები, მიიღო გადაწყვეტილება შეცვალოს სატარიფო გეგმა. ამასთან, უკვე ხელმისწავდომია „მარტივი 30”-ის პირობებით სარგებლობა, ხოლო 6 აპრილიდან მთლიანად უქმდება „მარტივი 25”-ის მომსახურების პირობები, რაც მხარეთა შორის დადებული სტანდარტული მომსახურების პირობების დარღვევაა და ცალმხრივად აძვირებს მომსახურების ღირებულებას. ამასთან, იმ პირობებში, როდესაც სახეზე არ არის საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება, რომელმაც ლეგიტიმაცია უნდა მისცეს დასახელებული მობილური ოპერატორის გადაწყვეტილების მართლზომიერებასა და საჭიროებას, კომპანიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მომხმარებელთა მიმართ - არაკეთილსინდისიერია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ იწყებს საკითხზე აქტიურ მუშაობას და კომუნიკაციას ყველა დაინტერესებულ მხარესთან. ამასთან, ორგანიზაციას მიაჩნია, რომ საკითხზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანია იმსჯელოს სასამართლომ და შეიქმნას პრეცედენტი, სამართლებრივი დასკვნები, როდესაც მობილურ ოპერატორებს მომსახურების ხელშეკრულებაში შეუძლიათ ცალმხრივად შეცვალონ მომსახურების პირობები.






FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა