logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე ბანკისგან მატერიალური და მორალური ზიანისთვის, 30 000 ლარს მოითხოვს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: TBC ბანკში ნაცემი მოქალაქე ბანკისგან მატერიალური და მორალური ზიანისთვის, 30 000 ლარს მოითხოვს
16:41 26.02.2020
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია მოსამართლე ლია ავალიშვილის თავმჯდომარეობით, TBC ბანკში, ამავე ბანკის სესხების ექსპერტის მხრიდან მოქალაქის ცემის ფაქტზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეზე, პირველ სხდომას გამართავს. ზვიად გოგიაშვილი მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით, ბანკისგან 30 000 ლარის გადახდას მოითხოვს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2019 წლის 14 ივნისს, თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურამ ზვიად გოგიაშვილი დაზარალებულად ცნო. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ 2019 წლის 3 ივნისს, დაახლოებით 10:00 საათიდან 10:14 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში, მეტროსადგური ახმეტელის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლში“ მდებარე „თიბისი ბანკში“ ყოფნისას, ზვიად გოგიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა „თიბისი ბანკის“ სესხების ექსპერტმა მ.კ-მ, რომელმაც მარჯვენა ხელის მუშტი ძლიერად დაარტყა სახის არეში, კერძოდ, ცხვირის მიდამოში, რამაც გამოიწვია ცხვირის არეში მოტეხილობა. დატყმის შედეგად, ზვიად გოგიაშვილმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. დგინდება, რომ მოქალაქემ სამედიცინო ცენტრს მიმართა ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობით. ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკაში, მოქალაქის მიმართ მოხდა ჩარევა - სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობების ჩასწორება და იმობილიზაცია, ყბების ან სახის ძვლების ოსტეოპლასტიკა ძვლოვანი გრაფტ-ის ან უცხო მასალის გამოყენებით, სხვა რეკონსტრუქციული ოპერაციები ყბებზე. კლინიკის მიერ გაცემული დოკუმენტის თანახმად, მოსარჩელის მიმართ განხორციელდა შემდეგი სახის მომსახურება და დაისვა შემდეგი სახის დიაგნოზი - S600161 S02.7/S02.8 ქალასა და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობები / ქალასა და სახის სხვა ძვლების მოტეხილობა AASD99 EES EFS EDS EGS EKS სხვა ოპერაციები თავის ტრამვის გამო, ზედა ყბის ქირურგია, ყბების შერეული ქირურგია, ქვედა ყბის ქირურგია, საფეთქელ-ქვედა ყბა. ამასთან, კლინიკის ჩანაწერის მიხედვით, მოქალაქე კლინიკაში მოთავსდა თვითდინებით და საჭიროებდა ოპერაციულ ჩარევას. მოქალაქე, დღემდე დასახელებულ კლინიკაში აგრძელებს სარეაბილიტაციო კურსს.

ორგანიზაცია განმარტავს, რომ ზვიად გოგიაშვილმა საგამოძიებო მოქმედებების პროცესში ამოიცნო თავმდამსხმელი. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ბანკის მხრიდან დასაქმებულის მიმართ შეჩერებულია შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა. გამოძიებამ დაკითხა დასახელებული ფილიალის მენეჯერი, თუმცა უცნობია, დაიკითხა თუ არა თავად თავმდამსხმელი. TBC ბანკმა სარჩელი არ ცნო და აღნიშნავს, რომ მოქალაქემ თვითდაზიენებები თავად მიიყენა, რაც სამწუხაროდ, მეტყველებს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ნაკლზე და ახალისებს მოქალაქეების, მომხმარებლების წინაშე ბანკში ცემის დაშვებას და ზოგადად, დანაშაულს.

ცნობისთვის: ზვიად გოგიაშვილმა სარჩელით სასამართლოს 2019 წლის 27 აგვისტოს მიმართა. მანამდე, 2019 წლის 2 ივლისს, სასამართლომ დააკმაყოფილა შუამდგომლობა მტკიცებულეთა უზრუნველყოფის შესახებ და TBC ბანკს დაევალა ზვიად გოგიაშვილის ცემის ფაქტის ამსახველი ვიდეო სათვალთვალო კამერების ჩანაწერის გაცემა, რაც ბანკმა საკუთარი ნებით არ გადასცა დაზარალებულს. აღნიშნულ კადრებში სრულადაა წარმოდგენილი მოქალაქის ცემის ამსახველი ქრონიკა. ორგანიზაციამ დაზარალებულის უფლებების დაცვის ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წლის 7 ივნისს გამოთქვა, რა დროსაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ბანკს მოუწოდეს საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა. ზვიად გოგიაშვილის საქმეზე რეაგირების მიზნით, მიემართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, საქართველოს სახალხო დამცველს, საქართველოს ბიზნესომბუდსმენს, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდნეტს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქმეზე TBC ბანკის სესხების ყოფილი ოფიცრის მიმართ, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, TBC ბანკმა ჩაშალა მოლაპარაკების პროცესი, რომელიც მხარეთა შესაძლო მორიგების შესაძლებლობას შეეხებოდა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა