logo2
logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე, „ფრესკომ“ გიორგი ლაბაძესთან სასამართლო დავა წააგო
შრომითი უფლებების დარღვევის უარყოფაზე, „ფრესკომ“ გიორგი ლაბაძესთან სასამართლო დავა წააგო
20:50 20.02.2020
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, კომპანია „ფრესკოს“ სარჩელი Facebook-ის გვერდ „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ ავტორ გიორგი ლაბაძესთან, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისწამების შემცველი ცრუ ინფორმაციის უარყოფის მოთხოვნით, არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს, რომელიც გიორგი ლაბაძის ინტერესებს სასამართლოში იცავდა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ სადავო გამონათქვამები კომპანიაში არსებული შრომითი დარღვევების შესახებ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში აზრის აბსოლუტური პრივილეგიით დაასაბუთა. ამასთან, სასამართლომ მიიჩნია, რომ სოციალურ გვერდზე გამოქვეყნებული სადავო გამონათქვამები არ ეკუთვნოდა გიორგი ლაბაძეს და სოციალური გვერდის ავტორმა საზოგადოებას მხოლოდ მიაწოდა კომპანიაში დასაქმებული თუ ყოფილი თანამშრომლების მიერ ერთობლივად მომზადებული განცხადების ტექსტი. ამასთან, გიორგი ლაბაძემ სატელევიზიო ეთერშიც გააკეთა განცხადება, რომ ცნობები, რომელიც გამოქვეყნდა მისი ავტორობით მოქმედ გვერდზე, ეკუთვნოდა კომპანიაში დასაქმებულებსა და ყოფილ თანამშრომლებს. სასამართლომ სრულად გაიზიარა გიორგი ლაბაძის დაცვის მხარის პოზიცია და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებლად ცნო.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გახდეს საბაზისო დოკუმენტი, რომელიც სუპერმარკეტების ქსელში დასაქმებულთა უფლებების მიმართ ყველა სხვა დამსაქმებლის მხრიდან მეტ წინდახედულებასა და ყურადღებას უზრუნველყოფს. ორგანიზაციის პოზიციით, დავას საზოგადოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა და ორგანიზაციისთვის სტრატეგიული სამართალწარმოებით იყო გამორჩეული. ამ პროცესში, კომპანია „ფრესკო“ ამტკციებდა, რომ ვინაიდან სოციალურ ქსელში კომპანიაში არსებული შესაძლო დარღვევები გახდა ფართო განხილვის საგანი, თითოეული მოქალაქის კომენტარი და გამოხმაურება უნდა მიჩნეულიყო კომპანიის მიმართ ზიანის მიმყენებელ გარემოებად. ამასთან, კომპანიის მტკიცებით, სოციალური გვერდის ავტორის მიზანს წარმოადგენდა „ფრესკოს“ ბაზრიდან გასვლის განზრახვა და სავარაუდოდ პროცესი იყო მართული, თუმცა არ დასახელებულა დამკვეთი სავარაუდო პირები და არც მოსაზრების დამამტკიცებელი ფაქტები. სასამართლომ არ გაიზიარა კომპანიის აღნიშნული პოზიციაც.

სასამართლომ შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი განხილვა ახალგაზრდა უფლებადამცველის, გიორგი ლაბაძის მიმართ, 2017 წლიდან დაიწყო. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენდა გიორგი ლაბაძეს „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“, 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით, კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე გამოქვეყნებული ინფორმაციის უარყოფა მოეხდინა. ამასთან, გიორგი ლაბაძეს მოეხდინა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობის უარყოფაც. ამასთან, კომპანიის მოთხოვნას წარმოადგენდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის გიორგი ლაბაძის მიმართ დაკისრების მოთხოვნა. სასამართლომ საქმის ფარგლებში მოწმის სახით თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი გამოკითხა, რომელმაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში, კომპანია „ფრესკოს“ შემოწმების ფაქტზე ისაუბრა.

ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, სამართალწარმოების გაჭიანურება განპირობებული აღმოჩნდა თავდაპირველი მოსამართლის ცვლილების გამო. საქმეზე სულ 6 სასამართლო სხდომა გაიმართა. გადაწყვეტილება მოსამართლე ქეთევან კუჭავამ მიიღო. გიორგი ლაბაძის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი წარმოადგენდა. უცნობია, გასაჩივრდება თუ არა პირველი ინსტანციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. „ფრესკოს“ გასაჩივრების ვადა 2020 წლის 3 აპრილს ეწურება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა