გამშვებ პუნქტ ვალეში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
გამშვებ პუნქტ ვალეში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
12:16 14.01.2020
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით , თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის ჩხრეკის შედეგად ,შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარილებული ოქროს ნაკეთობები (69.05 გრამი) აღმოაჩინეს, რომელის საბაჟო ღირებულებაც 9,304.51 ლარს შეადგენს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კანონდამრღვევ პირს ფულადი ჯარიმა 9,304.51 ლარი სანქციის სახით შეეფარდა.

ბეჭდვა