logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს
საქართველო 2020 წელს ჰააგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს
12:52 03.12.2019
საქართველო სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს წარადგენს − ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ჰააგის სასამართლოს მოსამართლის არჩევნები 2020 წლის დეკემბერში გაიმართება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა რეგიონიდან 6 მოსამართლე უნდა აირჩეს. საქართველო მოსამართლეობის კანდიდატის წარდგენას აღმოსავლეთ ევროპის კვოტით აპირებს, ვინაიდან გაისად უფლებამოსილების ვადა ჩეხ მოსამართლეს გასდის.

მინისტრის განცხადებით, საქართველოს აქვს რესურსი, წარადგინოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე კანდიდატი, რომელიც კონკურენციას გაუწევს სხვა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების კანდიდატებს. წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ჰააგის სასამართლოში პირველად ეყოლება მოსამართლე, ამისთვის კი, ეროვნულ დონეზე რომის სტატუტისა და ასამბლეის რეზოლუციის მოთხოვნების დაცვით შეირჩევა კანდიდატი, რომელიც აქტიურ საარჩევნო კამპანიას დაიწყებს საერთაშორისო დონეზე.

თეა წულუკიანმა სიტყვით გამოსვლის დროს ასზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებს საქართველოს მხარდაჭერა საჯაროდ სთხოვა, რათა აღმოსავლეთ ევროპიდან სწორედ საქართველოს კანდიდატი აირჩეს 2020 წელს.

ჰააგაში მიმდინარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა რიგით მე-18 ასამბლეის ფარგლებში, თეა წულუკიანი პროკურორ ფატუ ბენსუდასაც შეხვდება.

მინისტრთან ერთად საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი ბექა ძამაშვილი, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე და საელჩოს სამართლებრივი მრჩეველი გიორგი ნაკაშიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა