logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნიკა მელიას კი 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ნიკა მელიას კი 25 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა
12:34 02.12.2019
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო, საქართველოს სსკ-ის 25, 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით, სსკ-ის 25,210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 333-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ასევე დამატებით სასჯელად მას 3 წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება.

2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გამოყენებით, მას საბოლოოდ 5 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა და 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება ჩამოართვა.

ამავე განაჩენით აღსრულების ეროვნული ბიუროს ყოფილი თავმჯდომარე ნიკანორ მელია დამნაშავედ იქნა ცნობილი, საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით, ასევე ამნისტიის გამოყენებით 2 წლითა და 3 თვით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების და საქმიანობის უფლება, ხოლო საქართველოს სსკ-ის 25,2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

"სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ზურაბ ადეიშვილმა შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დახმარებით მოახდინა „ბანკი ქართუ“-ს მოვალე კომპანიების მიერ ქართუ ბანკიდან სესხის აღებამდე თარიღით, სახელმწიფოს წინაშე არარსებული ვალის აღიარება, რითაც კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, სახელმწიფომ კომპანიის ქონებები გაიტანა აუქციონზე და მოითხოვა პირველ რიგში მის წინაშე არსებული დავალიანებების ანაზღაურება. ამის შემდეგ, აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსის ნიკანორ მელიას მითითებით, აუქციონში მონაწილეობის სავალდებულო საგარანტიო თანხის შეტანის გარეშე დაშვებული იქნა ოფშორული კომპანიები, რომლებმაც მაღალი ფასის შეთავაზების გზით გაიმარჯვეს გამართულ აუქციონებში, შემდგომ კი შეგნებულად არ გადაიხადეს ქონებების საფასური. შედეგად ქონებები გადაეცა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო ბანკის იპოთეკა გაუქმდა. ამის შემდეგ, ზურაბ ადეიშვილის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომლებმა უზრუნველყვეს პრეზიდენტის განკარგულების პროექტების მომზადება ქონებების წინასწარ შეთანხმებული არარეალურად დაბალი ფასით „ბანკი ქართუს“ მოვალე კომპანიების მიერ ნდობით აღჭურვილ და შერჩეულ პირებზე მიყიდვის შესახებ, რითიც ფაქტიურად ხსენებულ პირებს უკან დაუბრუნდათ ქონებები, ხოლო ს.ს. ,,ბანკ ქართუს“ მოესპო სესხის სახით გაცემული140 მილიონი ლარის დაბრუნების საშუალება.

სასამართლოს განაჩენის დასაბუთებული ნაწილის შესწავლის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება განაჩენის სააპელაციო წესით გასაჩივრების თაობაზე"-აცხადებენ პროკურატურაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა