logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სახანძრო-სამაშველო ძალებს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატება
სახანძრო-სამაშველო ძალებს 30 ევროპული სახანძრო მანქანა შეემატება
12:08 02.12.2019
გერმანიაში, ქალაქ ულმში, კომპანია "მაგირუსის" ქარხანაში დასრულდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის განკუთვნილი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის სახანძრო ავტომობილების დამზადება.

"მაგირუსის" ფირმის სახანძრო ტექნიკა მანევრულობით, მაღალი გამავლობითა და მობილურობით გამოირჩევა. გერმანული ხარისხის წარმოება მორგებულია იმ მოთხოვნებზე, რაც საქართველოს პირობებშია საჭირო.

სახანძრო მანქანები შექმნილია სპეციალურად საქართველოსთვის.

ისინი აღჭურვილია მაღალი და დაბალი წნევის ტუმბოთი, აქვს 4,5 ტონიანი წყლის ავზი და 300 ლიტრიანი ქაფის ავზი. მანქანებში, ასევე, დამონტაჟებულია ყველა საჭირო სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა. ის სრულად ავტომატიზებულია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მექანიკური მართვა."მაგირუსის" სახანძრო ტექნიკა განთავსებულია "ივეკოს" ფირმის საავტომობილო შასზე.

30-ვე სახანძრო მანქანამ გერმანიაში უკვე გაიარა სრული ინსპექტირება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი ტესტირებას პირადად ესწრებოდა. იგი ახალი სახანძრო მანქანის შესაძლებლობებს გაეცნო, ასევე, შეხვედრები გამართა კომპანია "მაგირუსის" წარმომადგენლებთან.

შეხვედრებზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ ვიმყოფებით გერმანიაში, ქალაქ ულმში, სადაც მდებარეობს კომპანია "მაგირუსის" ქარხანა. მოგეხსენებათ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეისყიდა 30 ახალი სახანძრო-სამაშველო მანქანა და დღეს ხდება ამ მანქანების საბოლოო ინსპექტირება. წლის ბოლომდე, 30 მანქანა საქართველოში ჩამოვა. მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს აღებული აქვს კურსი, მთლიანად ჩანაცვლდეს მოძველებული რუსული ავტომობილები თანამედროვე, ახალი, ევროპული სახანძრო-სამაშველო ტექნიკით“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.

მანქანების საქართველოში ჩამოსვლამდე, გერმანელი ინსტრუქტორების დახმარებით, ქართველი მეხანძრე-მაშველები სპეციალურ გადამზადებას გაივლიან. ახალი, ევროპული სტანდარტის ტექნიკა მუნიციპალური სახანძრო მანქანებია. მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში გადაანაწილებს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა