ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლატვიის საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ლატვიის საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დელეგაციას უმასპინძლა
17:46 07.11.2019
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა, სოსო
რამიშვილმა და მისმა მოადგილეებმა, ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახურის საგადასახადო და საბაჟო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, კასპარს პოდინიშს და მის მოადგილეს, კრისტინა პრუსაკა - ბრინკმანეს უმასპინძლეს.

უწყების ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელმა სტუმრებს დეტალურად გააცნო სამსახურის საქმიანობა, სპეციფიკა, პრიორიტეტები და ძირითადი მიმართულებები, ასევე, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის - კონტეინერების კონტროლის პროგრამის საქმიანობა და მიღწეული შედეგები.

შეხვედრაზე, ქართულმა და ლატვიურმა მხარეებმა, საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის, ანალიტიკური საქმიანობის დახვეწის და გაუმჯობესების, ინფორმაციის ოპერატიულად გაცვლისა და სხვა აქტუალური პრობლემების ერთობლივი გზების მოძიებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

საუბარი ასევე შეეხო, გადასახადებისთვის თავის არიდებას, ფულის გათეთრებას, აქციზს დაქვემდებარებული პროდუქციის არალეგალურ ბრუნვას, დღგ-ს გადასახადისგან ზედმეტობის დაბრუნების ახალ სისტემას და საფინანსო - ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი სხვა სახის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას.

შეხვედრის დასასრულს, ქართველმა და ლატვიელმა სამართალდამცავებმა აღნიშნეს, რომ ამ სახის თანამშრომლობა ხელს შეუწყობს საფინანსო - ეკონომიკური დანაშაულების რისკის მინიმუმამდე დაყვანას, ორივე სახელმწიფოს ინტერესებიდან და იმ სავაჭრო ურთიერთობებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს ლატვიასა და საქართველოს შორის.







ბეჭდვა