logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „ფრესკოს“ საქმეზე ხვალ თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანს დაკითხავს
„ახალგაზრდა ადვოკატები“: სასამართლო „ფრესკოს“ საქმეზე ხვალ თბილისის საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანს დაკითხავს
15:30 06.11.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია კომპანია „ფრესკოს“ საქმეზე სხდომას განაახლებს. სხდომაზე თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი უნდა დაკითხოს.

ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ავრცელებს.

„სასამართლომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2019 წლის 25 ივლისის სხდომაზე მიიღო, რითაც დაკმაყოფილდა კომპანია „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა. სასამართლოს კითხვები ლევან ჟორჟოლიანის მიმართ შეეხება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობის პერიოდში კომპანია „ფრესკოს“ შემოწმების ფაქტს. დადგენილია, რომ 2017 წლის 8 თებერვალს, კომპანია „ფრესკოში“ ჩატარდა არაგეგმიური შემოწმება, რომლის მიზანს იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნების გამოვლენა წარმოადგენდა.

თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლიდან განიხილავს შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელს გიორგი ლაბაძის მიმართ. დავის საგანს წარმოადგენს საქმიანი რეპუტაციის შემლახველი, ცილისწამების შემცვლელი, ცრუ ინფორმაციის უარყოფა. კერძოდ, კომპანიის სასარჩელო მოთხოვნებს წარმოადგენს გიორგი ლაბაძემ „ფეისბუქის“ კუთვნილ გვერდზე: „ჟამთასვლა ფოტოსურათებზე“ უარყოს 2017 წლის 7 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გახმაურებული ცნობები კომპანიაში შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში, გადაცემა: „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებით“ გამოქვეყნებული წერილების ნამდვილობა, მოხდეს სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება და კომპანიის მხრიდან სარჩელის წარმოებისთვის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.

სასამართლოში გიორგი ლაბაძის ინტერესებს „ახალგაზრდა ადვოკატები“ იცავს, რომელმაც კომპანიასთან დავის რაიმე ფორმით მორიგების შესაძლებლობა გამორიცხა. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სარჩელი დაუსაბუთებელია, ვინაიდან არც ერთი სადავო გამონათქვამი, რომელის უარყოფასაც კომპანია მოითხოვს, არ ეკუთვნის გიორგი ლაბაძეს. სოციალურ გვერდზეც კომპანიის მიმართ გავრცელებული ყველა შეხედულება წარმოადგენდა კომპანიის მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლების აზრს, რაც ტექსტის გავრცელების დროს საზოგადოებისთვის გიორგი ლაბაძემ იმთავითვე ცნობილი გახადა. ამასთან, გიორგი ლაბაძემ ტელეკომპანიის ეთერით გაახმოვანა მხოლოდ კომპანიის თანმაშრომლების მიერ მიწოდებული განცხადებები და მოსაზრებები. შესაბამისად, მხარეს მიაჩნია, რომ მოქმედებდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და კომპანიის მოთხოვნები დაუსაბუთებელია“-აცხადებენ „ახალგაზრდა ადვოკატები“.

ცნობისთვის: შპს „ფრესკო შოპინგ ცენტრის“ სარჩელი სასამართლოში 2017 წლის 13 მარტს დარეგისტრირდა, რომელსაც ამჟამად მოსამართლე ქეთევან კუჭავა განიხილავს. გიორგი ლაბაძე ამჟამად „ახალგაზრდა ადვოკატების“ წევრია და შესაბამისად, მის ინტერესებს ორგანიზაცია იცავს. მომდევნო სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა