logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა: 2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა თანამშრომელს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება
შს მინისტრის მოადგილე ლევან კაკავა: 2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველა თანამშრომელს ხელფასი არანაკლებ 125 ლარით გაეზრდება
14:27 30.09.2019
საქართველოს მთავრობა რიგგარეშე სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს განხილვის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მომავალ წელს დაგეგმილი პროექტები განიხილეს.

პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს გეგმები და პროექტები მინისტრის მოადგილემ - ლევან კაკავამ წარუდგინა. მისი განცხადებით, 2020 წელს სამინისტროში სისტემური განახლების პროცესი გაგრძელდება და მომავალი წლის 1 ივლისიდან ხელფასი სამინისტროს თანამშრომლებს მინიმუმ 125 ლარით გაეზრდებათ.

„2020 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს სისტემური განახლების პროცესს.

ჩვენთვის პრიორიტეტად რჩება გამოძიების ხარისხის და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ღონისძიებების გაძლიერება, საპოლიციო სერვისების და ინფრასტრუქტურის განვითარება და განსაკუთრებით პოლიციელების ფინანსური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით, 2020 წლის პირველი ივლისიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში შემავალ ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზრდება, არანაკლებ, 125 ლარით. სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება შეღავათიანი ბინათმშენებლობის პროექტი. მოგეხსენებათ, რომ თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და ზუგდიდში მიმდინარეობს ბინათმშენებლობა სახელმწიფოს მნიშვნელოვანი თანადაფინანსებით და გაგრძელდება ეს პროექტი.

2020 წელს დაგეგმილია, ასევე ახალი საპოლიციო შენობების მშენებლობა, მეხანძრე-მაშველებისთვის სახანძრო მანქანების ახალი სადგომების (დეპ-ების) მშენებლობა. გაიხსნება თბილისში ასევე ახალი დროებითი მოთავსების იზოლატორი, რომელიც აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტებით. გაგრძელდება საპოლიციო ტექნიკის და ტექნოლოგიების განახლება. ასევე, სათანადო ყურადღება დაეთმობა ვიდეო-სამეთვალყურეო ტექნიკის განვითარებას. მოგეხსენებათ ამას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საგზაო უსაფრთხოების მიზნით, არამედ მართლწესრიგის დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის", - განაცხადა ლევან კაკავამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა