logo2
logo2
logo2
არქივი
logo2
logo2
მძღოლი, რომელსაც გადაღლილობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, დღეს გამართლდა
მძღოლი, რომელსაც გადაღლილობის გამო ავტოსაგზაო შემთხვევა მოუვიდა, დღეს გამართლდა
14:10 30.09.2019
ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე, აცხადებს, რომ პროფკავშირების გაერთიანების პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა არსებობდეს პროფესიების ჩამონათვალი, რომელსაც უნდა შეეზღუდოს ორ ადგილას ან ორ ცვლაში ზედიზედ მუშაობა - ამ ფაქტით კიდევ ერთხელ მყარდება.

"თეიმურაზ ამბროლაძის საქმე ერთ-ერთია იმ შემთხვევათაგან, რომელიც პროფკავშირების გაერთიანებამ არამარტო აღრიცხა, არამედ სამართლებრივადაც იდავა. ეს ნათელი დადასტურებაა იმისა, გარკვეული პროფესიების ადამიანების ზეგანაკვეთური შრომა - რამდენად მაღალი ხიფათის მატარებელია, როგორც თავად მათი, აგრეთვე ხშირად სხვის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. ასეთი კატეგორიების დაცვა გარკვეული რეგულაციის დაწესებით აუცილებელია", -  აცხადებს ირაკლი პეტრიაშვილი.

თეიმურაზ ამბროლაძე 2009 წლიდან მუშაობდა შპს „მაგთიკომში“, 2018 წლის ზაფხულში ღამის მორიგეობის შემდეგ, მიუხედავად იმისა, დასასვენებლად სახლში უნდა წასულიყო, მას შესთავაზეს ტექნიკური დახმარების უზრუნველსაყოფად წასულიყო საირმეში, რაზეც ის დათანხმდა. უკვე გზად მარშრუტი მნიშვნელოვნად შეუცვალეს, მგზავრობის ხალნგრძილივობა გაზარდეს და სთხოვეს გაცილებით შორ მანძილზე, კერძოდ კი სუფსაში წასულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ ღამის მორიგეობა ჰქონდა გამოვლილი, დამსაქმებელი რომ არ განაწყენებულიყო მაინც გადაწყვიტა რეისის შესრულება და სუფსისკენ მიმავალი მოყვა ავტოავარიაში, რის შედეგადაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (მხოლოდ თვითონ) მიიღო. მოგვიანებით კომპანიის ადმინისტრაციამ ეს ინციდენტი მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების უხეშ დარღვევად შეუფასა, თავად არაკვალიფიციურობაში დაადანაშაულა და სამსახურიდან გაათავისუფლა.

საქმე პირველი ინსტანციით ქუთაისის რაიონულმა სასამართლომ განიხილა და მას უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების იურისტებმა გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს დღევანდელი, 2019 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, თეიმურაზ ამბროლაძე აღადგინა თანამდებობაზე და მოპასუხეს დაავალა მის სასარგებლოდ იძულებითი მოცდენის სახით 15 000 ლარამდე კომპენსაციის ანაზღაურება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა