logo2
logo2
logo2
არქივი
« მარტი 2020 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ანრი ოხანაშვილი: რატომ არ არის მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ გაეცეს პასუხები გარკვეულ საკითხებს
ანრი ოხანაშვილი: რატომ არ არის მეტი კომუნიკაცია საზოგადოებასთან, რომ გაეცეს პასუხები გარკვეულ საკითხებს
13:56 27.09.2019
„მაშინ, როდესაც პროკურატურა სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად ყოველმხრივ აწარმოებს გამოძიებას, ვფიქრობ, ვალდებულია მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან და პარლამენტის წევრებს არ ეკითხებოდნენ იმას, თუ რა ხდება კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით. მე ეს მოთხოვნა პროკურატურასთან მიმართებაში მექნება და ეს მოთხოვნა არის ლეგიტიმური, რომ შემდგომ პარლამენტის წევრებს არ მოუწიოთ თავის მართლება იმასთან მიმართებაში, თუ რატომ აღმოჩნდა კონკრეტული საქმე რომელიმე საერთაშორისო თ არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშში და მე ვფიქრობ ეს არის დასაფიქრებელი და გასათვალისწინებელი“,- მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, მამუკა ვასაძეს კომიტეტის სხდომაზე, სადაც უვადო მოსამართლეობის კანდიდატთა მოსმენა მიმდინარეობს.

ანრი ოხანაშვილის თქმით, კანდიდატის პოზიცია, რომ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით საზოგადოების სათანადო ინფორმირება ვერ ხდება რიგი ობიექტური საფუძვლების გამო, არაა მისაღები, მისივე თქმით, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია ისე, რომ ერთის მხრივ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება და ამავდროულად, არ დაზარალდეს გამოძიების ინტერესები.

„თუ თქვენ გაქვთ გარკვეული შემაფერხებელი გარემოებები, ესეც უნდა ითქვას. მესმის, რომ გამოძიების ინტერესებიდან თქვენ შეიძლება ყველაფერი ვერ ისაუბროთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ არის პრობლემა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. პრობლემა იმის, რომ რაც თქვენ ფიქრობთ, რომ არის შემაფერხებელი გარემოება. პრობლემას ხომ არ ხედავთ იმაში, რომ კომუნიკაცია არ არის სწორად წარმართული საქართველოს გენერალური პროკურატურის მხრიდან, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიეწოდებოდეს საზოგადოებას, უფრო დეტალურად, ისე, რომ არც საქმის ინტერესები დაზიანდეს და მეორე მხრივ არც პარლამენტის წევრი აღმოჩნდეს უხერხულ მდგომარეობაში და შემდგომ, თქვენც აქედან არ მოგიწიოთ პასუხების გაცემა, რომ მიმდინარეობს გამოძიება და ასევე იმ ობიექტურ საფუძვლებზე, რაც თქვენ მიგაჩნიათ, რომ არის შემაფერხებელი გარემოება“,-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ასევე დაინტერესდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის თაობაზე, პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიერ შემუშავებული დადგენილების შემდგომ განხორციელებული საგამოძიებო ქმედებებით.

„ჩემი შემდეგი კითხვა უკავშირდება ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას. მოგეხსენებათ რა მძიმე შედეგიც დადგა და ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნაც კი მოგვიწია იმ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის გამო. მოგეხსენებათ ის რეკომენდაციებიც, რომელიც იქნა დადგენილებაში ასახული, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა. იქ საუბარი იყო კონკრეტულ რეკომენდაციებზე. საუბარი იყო სამსახურებრივი შემოწმების საკითხზე, ასევე კონკრეტულ პირებთან მიმართებაში დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით ჩვენ და იმ საზოგადოებას, ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს. როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი, რამდენი პირია ამის შემდგომ პასუხისგებაში მიცემული , თუ არის ასეთი, რა მუხლებზე“,-მიმართა ანრი ოხანაშვილმა მამუკა ვასაძეს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ზაზა აბაშიძე: 2020 წელს დიდი გეგმებით ვხვდებით
16:57 08.01.2020
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, როგორც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო ცენტრი
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა