logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პროკურატურა: სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა
პროკურატურა: სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა
20:27 19.09.2019
საქართველოს პროკურატურა სახალხო დამცველის პარლამენტში გამოსვლას სპეციალური განცხადებით ეხმაურება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურა, მუდმივად თანამშრომლობს სახალხო დამცველთან, მაქსიმალურად ხელს უწყობს მისი საქმიანობის განხორციელებას და მომავალშიც კვლავ მზადყოფნას გამოთქვამს კანონის გათვალისწინებით განაგრძოს ამ მიმართულებით მუშაობა.
სახალხო დამცველს, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, პროკურატურაში დაუბრკოლებლად, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, შესაძლებლობა აქვს გაეცნოს იმ საქმეთა მასალებს, რომელთა ხელმისაწვდომობასაც მისთვის საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს.

ასევე, აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები უშუალოდ არიან ჩართულნი პროკურატურაში მიმდინარე სხვადასხვა საგამოძიებო პროცესში იმ ფარგლებში, რაც საჭიროა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ განსახორციელებლად.

სახალხო დამცველი პროკურატურის მიმართ ხშირად გამოირჩევა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივ რეაგირებასთან დაკავშირებული მოწოდებებით, რაც კანონით გათვალისწინებულ მის კომპეტენციას სცილდება.

რაც შეეხება საქართველოს პარლამენტის მაღალი ტრიბუნიდან სახალხო დამცველის მხრიდან გენერალური პროკურორის ვალდებულებათა განსაზღვრას კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით წარადგინოს ანგარიში, ხელყოფს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიუკერძოებლობას და ემსახურება უწყების დისკრედიტაციას, რადგან საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშვალდებულება, საკანონმდებლო ორგანოსთვის ანგარიშის წარდგენის წესი და ანგარიშის შინაარსი განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით.

სახალხო დამცველის მსგავსი განცხადებები კონსტიტუციური ორგანოების კომპეტენციაში შეჭრის მცდელობაა, რაც მნიშვნელოვნად ცდება მის უფლებამოსილებას“-ნათქვამია განცხადებაში.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა