logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიას და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას მიესალმება
სახალხო დამცველი იუსტიციის მინისტრის პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიას და 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმას მიესალმება
17:08 19.09.2019
საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ დადებითად არის შეფასებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მუშაობა, პენიტენციური სისტემის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების გათვალისწინებით.

ანგარიშის მიხედვით, მისასალმებელია დიდი პენიტენციური დაწესებულებების მცირე დაწესებულებებად დაყოფის გეგმა, დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის სტრატეგიის შემუშავება და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები იუსტიციის სამინისტროს მიერ.
ანგარიშში დადებითად არის შეფასებული დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2017 წელს განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება 2018 წელს ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში. ასევე, ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში განხორციელებული სარეაბილიტაციო პროგრამების ნაწილის განხორციელება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 2017 წელს განხორციელებული რამდენიმე პროგრამის განხორციელება 2018 წელს განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში.

სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს. კერძოდ:

დადებითად ფასდება №7 და №12 დაწესებულებების დახურვა და იქ მყოფი პატიმრების სხვა, განახლებულ დაწესებულებაში გადაყვანა; №14 დაწესებულებაში ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებელის გაუქმება, აგრეთვე, ბრალდებულისა და მსჯავრდებულისთვის მაცივრით სარგებლობის უფლების მინიჭება; №5 დაწესებულებაში სასათბურე მეურნეობისა და ბამბის გადამამუშავებელი საამქროების მოწყობა;

ანგარიშში დადებითად არის შეფასებული ის ფაქტი, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნა წლების მიხედვით მცირდება.

დადებითადაა აღნიშნული, რომ არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად, 2018 წლის ნოემბერში სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ხელშეკრულება გააფორმა ნუტრიციოლოგთან; დადებითად აღინიშნება ისიც, რომ 2018 წლიდან პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების უმრავლესობა უზრუნველყვეს სამედიცინო დაზღვევით; მისასალმებელია №5, №6, №16 და №17 დაწესებულებების პერსონალის უზრუნველყოფა ტრანსპორტირებით.

„ზემოთ ჩამოთვლილი პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, პენიტენციური სისტემა საჭიროებს მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს, რომლთა მიზანიც იქნება ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული, მსჯავრდებულის ქცევის პოზიტიური ცვლილებისკენ, რეაბილიტაციისა და შესაბამისად, საზოგადოებაში რეინტეგრაციისაკენ მიმართული სისტემის განვითარება. ამ მხრივ, მისასალმებელია საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წელს დამტკიცებული პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგია და 2019- 2020 წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მნიშვნელოვნადაა ასახული სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაციები. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ აღნიშნული გეგმის განხორცილება მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის განვითარებაში“ - ნათქვამია ანგარიშში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა