logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური კინოლოგიური სამსახურის განახლებას იწყებს
16:46 17.09.2019
საქართველოში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) შემფასებელი მისია იმყოფება. საერთაშორისო შემფასებლები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის კინოლოგიის სამსახურის მომზადების დონეს შეამოწმებენ და ქართულ მხარეს მაშველი ძაღლების სამსახურის განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარებიან.

THW-ის წარმომადგენლები განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების ძიება-გადარჩენის კინოლოგიური ოპერაციების იმიტაცია მოეწყო.

გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახური INSARAG -ის კვალიფიკაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანაა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს რამდენიმე მიმართულებით ეხმარება. საძიებო-სამაშველო ოპერაციებისთვის გაწვრთნილი ძაღლები მნიშვნელოვნად შეუწყობენ ხელს სამსახურის ეფექტურობას საძიებო სამუშაოების დროს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ძაღლების გადამზადებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს. უახლოეს მომავალში დაგეგმილია კინოლოგიური სამსახურის გაძლიერება ახალი ცხოველებით. მოეწყობა და განახლდება ვოლიერები, გაუმჯობესდება მათი საცხოვრებელი და საწვრთნელი პირობები.

გერმანულ მხარესთან კინოლოგიური სამსახურის განვითარების კუთხით თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა