logo2
logo2
არქივი
« იანვარი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) პროექტის შავი ზღვის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
თბილისში გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) პროექტის შავი ზღვის რეგიონული შეხვედრა მიმდინარეობს
14:10 17.09.2019
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის „კონტეინერების კონტროლის პროგრამა“ შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა გაიხსნა.


ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ. შეხვედრას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი.


რეგიონულ ფორუმზე განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით, შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.


აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც აღნიშნული პროგრამა დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. ამჟამად, ჩვენს საზღვარზე მოქმედებს 3 უწყებათაშორისი კონტროლის დანაყოფი, (საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ტვირთების კონტროლისთვის) რომლებშიც მებაჟე-ოფიცრებთან ერთად, ტვირთების და სატრანსპორტო საშუალებების კონტროლს, ერთობლივად ახორციელებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები. საერთო ჯამში, სამივე დანაყოფში მუშაობს 21 თანამშრომელი.


ორი დღის განმავლობაში შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონულ შეხვედრაში მონაწილეობენ პროგრამის ხელმძღვანელები გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან.


საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები. სტუმრები მოინახულებენ პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში“.
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს პირველი შეხვედრა უკრაინაში, ქალაქ ოდესაში გაიმართა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა