logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2021 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
logo2
logo2
თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
თბილისი გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს
20:18 16.09.2019
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ხვალ გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროსა (UNODC) და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის (WCO) ერთობლივი პროექტის „კონტეინერების კონტროლის პროგრამა“ შავი ზღვის რეგიონის მმართველი საბჭოს მეორე რეგიონული შეხვედრა იხსნება.

ღონისძიებას გახსნის და მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ვახტანგ ლაშქარაძე.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პროგრამის ხელმძღვანელები გაეროდან და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან, ასევე, მაღალი რანგის სტუმრები რეგიონის (უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა, ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი, სომხეთი) საბაჟო და სასაზღვრო უწყებებიდან. ღონისძიებას დაესწრება აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი.

საქართველოს მხრიდან შეხვედრას დაესწრებიან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები.

შეხვედრის ფარგლებში განიხილება ისეთი აქტუალური თემები, როგორიცაა მაღალი რისკის შემცველი ტვირთების გამოვლენის მიმართულებით შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების საბაჟო ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობა, ასევე, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

სტუმრები მოინახულებენ პროგრამის ფარგლებში მოქმედ დანაყოფებს საბაჟო დეპარტამენტსა და საბაჟო ტერმინალ „ლასარეში“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა