logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი „GWP“-ს და მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა
„ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი „GWP“-ს და მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ დაკმაყოფილდა
17:19 07.09.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მესამე პირად ჩართული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ, სრულად დაკმაყოფილდა. გაუქმდა მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2019 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ჯარიმების კანონიერების შემოწმების მიზნით, კომისიას დაევალა ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, სასამართლომ სრულად გაიზიარა ორგანიზაციის სამართლებრივი პრეტენზიები, რომელიც წყლის მოხმარებისთვის შეუსაბამოდ მაღალ ღირებულების - 1,055.44 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარის უსაფუძვლობას შეეხებოდა. შესაბამისად, საკითხის განხილვა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში გადაინაცვლებს, სადაც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ სადავო საჯარიმო აქტების გამოცემის კანონიერების მტკიცება მოუწევს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, წინასწარი განზრახით, სრულიად მოულოდნელად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა, რაც, აიხსნა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს წერილით და იმაზე მითითებით, რომ წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია. სასამართლომ კომისიის არგუმენტები უსაფუძვლოდ ცნო.

საქმის მასალებით დგინდება, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაფარა წყლის მოხმარების ღირებულება და შესაბამისად, რაიმე სახის დავალიანება, კომპანიის მიმართ, არ გააჩნდა. 2018 წლის 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, აგვისტოს თვისთვის მიიღო 609.21 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, უკვე სექტემბრის თვის მდგომარეობით, კვლავ მიიღო 446.23 ლარი. ორგანიზაციამ წერილობით მოითხოვა საკითხის გამოკვლევა იმ მიზეზით, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ორგანიზაცია არ საქმიანობდა. 1 აგვისტოდან თანამშრომლები გავიდნენ შვებულებაში. შვებულებაში გასვლის წინ, იქედან გამომდინარე, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არაერთგზის გამოავლინა ორგანიზაციასთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ტელეფონზე იქნა აღბეჭდილი მრიცხველის მონაცემი. 22 აგვისტოს, 1 დღით, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა საოფისე ფართში და აგრეთვე, ტელეფონზე იქნა ასახული მრიცხველის ეს მონაცემიც. კომპანიას ეცნობა, რომ ორგანიზაცია არ აპირებდა გადაეხადა სადავო დავალიანება, ვიდრე არ მოხდებოდა კომპანიის მხრიდან საკითხის სრული მოკვლევა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ არაერთგზის მოთხოვნის შედეგად, 2018 წლის 2 ნოემბერს, მოიხსნა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე ვარგისიანობის დასადგენად, ხოლო ორგანიზაციაში დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი. სწორედ შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, დროებითი მრიცხველის პირობებში, ორგანიზაციამ მომდევნო თვეებში მიიღო მოხმარებული წყლის ობიექტური ღირებულება - 30.14, 40.79 და 16.72 ლარის ოდენობით, რაც დღემდე გრძელდება.

2019 წლის 25 იანვარს, ორგანიზაციამ მიიღო საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის მოწმობა, რომლის თანახმადაც, მოხსნილი წყლის მრიცხველი შეფასდა ვარგისად, თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მრიცხველი შემოწმდა გარეგნული დათვალიერებით“. ორგანიზაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისგან, როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ განიხილეს და ორგანიზაციას წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია, კომისია საკითხზე ვერ იმსჯელებდა.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ არაერთხელ აღნიშნეს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი საფასურის დადგენა - 1055.44 ლარი ემსახურება ორგანიზაციის სადამსჯელო ღონისძიებას და კომპანიის საჯარო მხილების გამოძახილია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა შინაარსით - „GWP“ დუმს, როცა არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და შეკითხვები ისმის რუსულ ინტერესებზე ქართულ ეკონომიკაში. შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ბრალს სდებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ შეთანხმებულ მოქმდებებში.

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 3 მაისს წარედგინა. საქმის არსებითი განხილვა 26 აგვისტოს გაიმართა. გადაწყვეტილება საქმეზე მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ მიიღო.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის