logo2
logo2
logo2
არქივი
« სექტემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
logo2
logo2
ანა ფუტკარაძე: საქართველოში 3628 მარტოხელა მშობელია, სტატუსის მაძიებელთა ოდენობა კი - მზარდი
ანა ფუტკარაძე: საქართველოში 3628 მარტოხელა მშობელია, სტატუსის მაძიებელთა ოდენობა კი - მზარდი
20:48 30.08.2019
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენაზე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საქართველოში არსებულ მდგომარეობის შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის პირველი ნახევრის მონაცემით, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე წარდგენილმა განცხადებების რაოდენობამ შეადგინა - 3732, ამჟამად კი, ქვეყანაში მარტოხელა მშობლის სტატუსით - 3628 პირი სარგებლობს.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ ანა ფუტკარაძის განცხადებით, ორგანიზაციის შესწავლის საგანს წარმოადგენს, თუ რამდენი ბიოლოგიური მშობელი დარეგისტრირდა მარტოხელა დედის/მამის სტატუსის მისაღებად 2015-2019 წლის პირველ ნახევარში, ამავე პერიოდშივე, რამდენი არაბიოლოგიური მშობელი დარეგისტრირდა მარტოხელა დედის/მამის სტატუსის მისაღებად, რამდენ პირს ეთქვა უარი მარტოხელა დედის/მამის სტატუსის მიღებაზე და რა საფუძვლებით, რა წინაპირობებს უნდა აკმაყოფილებდნენ პირები მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად და რა სოციალური დახმარებებით სარგებლობს მარტოხელა დედა/მამა სახელმწიფოსგან. კანონის თანახმად, კერძოდ მარტოხელა დედა/მამა არის პირი, რომელსაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის დედის/მამის შესახებ. აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში, არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. ამასთან, მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის პირობები და წესი განისაზღვრება „მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის ერთობლივი ბრაძანებით.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, 2015-2019 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფოს მარტოხელა მშობლის სტატუსის მისაღებად, სულ 3714 ბიოლოგიურმა და 18 არაბიოლოგიურმა მშობელმა მიმართა განაცხადით. ბიოლოგიური მშობლების ნაწილში, შესწავლის შედეგები შემდეგნაირად ნაწილდება:

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2019 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 341 ბიოლოგიურმა მშობელმა. მათგან 341 იყო - დედა;
• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2018 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 1031 ბიოლოგიურმა მშობელმა. მათგან 1031 იყო - დედა;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2017 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 1074 ბიოლოგიურმა მშობელმა. მათგან 1072 იყო - დედა, 2 - მამა;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2016 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 1133 ბიოლოგიურმა მშობელმა. მათგან 1131 იყო - დედა, 2 - მამა;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2015 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 135 ბიოლოგიურმა მშობელმა. ამათგან 134 იყო - დედა, 1 - მამა.

რაც შეეხება არაბიოლოგიური მშობლების მიერ მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე წარდგენილ განცხადებას, შედეგნაირად ნაწილდება:

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2019 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, განაცახდი არ ფიქსირდება;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2018 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 7 არაბიოლოგიურმა მშობელმა. მათგან 6 იყო - ქალი, 1 - კაცი;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2017 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 9 არაბიოლოგიურმა მშობელმა;

• მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენის თაობაზე, 2016 წლის მდგომარეობით, განაცხადი შეიტანა 2 არაბიოლოგიურმა მშობელმა.

ორგანიზაცია გაეცნო შესწავლილ პერიოდში ბიოლოგიური/არაბიულოგიური მშობლების მიერ შეტანილ განაცხადებზე უარის თქმის საფუძვლებს. 2015 - 2019 წლის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ყველაზე მეტ პირს - 35 ბიოლოგიურ მშობელს უარი ეთქვა ზ/დასახელებული ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს იმას, რომ სტატუსის მაძიებელი პირი იმყოფებოდა ქორწინებაში. 34 ბიოლოგიურ მშობელს, აქედან 30 დედას და 4 მამას, უარი ეთქვათ ამავე ბრძანების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს იმას, რომ ბავშვს, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, უკვე ჰყავდა მეორე მშობელი. 17 ბიოლოგიურ მშობელს უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ ბავშვი, რომლის მიმართაც სტატუსის მაძიებელი ითხოვდა მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენას, გახდა 18 წლის ან/და დაქორწინდა. 18 პირს უარი ეთქვა, ვინაიდან მოძიებულ იქნა ბავშვის დაბადების შესახებ დოკუმენტი, სადაც ფიქსირდება ბავშვის მამის თაობაზე მონაცემები.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ადმინისტრირების სფეროში შემავალი საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტები კონკრეტული სოციალური სტატუსის მიკუთვნების გამო, რაიმე ფულადი სახის ბენეფიტებით უზრუნველყოფას არ ითვალისწინებს. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირებზე, როგორც ცალკე აღებულ კატეგორიაზე, სოციალური დახმარება არ ვრცელდება, მაგრამ არსებობს სხვა შეღავათი, რასაც საქართველოს საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს. კერძოდ, საშემოსავლო გადასახდით შემოსავსლის 20%-ით არ იბეგრება „მარტოხელა დედა“, რომლის წლიური შემოსავალი არ აღემატება 3000 ლარს, მაგრამ დასახელებული კანონის ნორმა, ცალსახად დისკრიმინაციულია და სამართლებრივი ხარვეზს წარმოშობს, ვინაიდან იგივე შეღავათით ვერ სარგებლობენ მარტოხელა მამები.

ანა ფუტკარაძის განცხადებით, სამართლიანი იქნება ცვლილების შეტანის გზით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეიცვალოს ჩანაწერი „მარტოხელა დედა“ „მარტოხელა მშობელით“, ვინაიდან კანონით გათვალისწინებული შეღავათები/სიკეთე თანაბრად მოქმედებდეს, როგორც მარტოხელა დედებზე, ასევე მარტოხელა მამებზე. სტატუსის ქვეშ მყოფი მარტოხელა მშობლების რეალობა, დღესდღეობით საკმაოდ რთულია. იმ მშობლების გარდა, რომლებიც აღიცხულია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში, გვყავს ასობით მარტოხელა დედა/მამა, რომლებსაც სჭირდებათ დახმარება. დღევანდელი მდგომარეობა ცალსახად უთითებს, რომ შესაცვლელია მათდამი სოციალური პოლიტიკა, მათ შორის მეტი ფინანსების დაიხარჯვის სახით. საჭიროა გაფართოვდეს პირთა წრეც, ვისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება მარტოხელა მშოლის სტატუსის მიღება და მშობლების საჭიროებების შესაბამისად, განისაზღვროს სხვადასხვა სოციალური და სამართლებრივი გარანტიები. კანონი უნდა ვრცელდებოდეს ქვრივებეზეც, რომლებიც მარტო ზრდიან შვილებს და მარტოხელა მშობლებზე, რომლებიც დოკუმენტურად ქორწინებაში იმყოფიებიან, თუმცა რეალურად არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებენ შვილების მიმართ.

„ახალგაზრდა ადვოკატები“, წარმოდგენილი მოსაზრებებით, საკანონმდებლო რეკომენდაციების სახით, პარლამენტს სექტემბერში მიმართავს. ამასთან, ორგანიზაცია მომავალშიც შეისწავლის მარტოხელა მშობლის სტატუსის მაძიებელთა სამართლებრივ პრობლემებსა და განახორციელებს საჯარო ადვოკატირებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის