logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებს
პროკურატურა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს სიყალბის გავრცელებაში ადანაშაულებს
13:01 28.08.2019
საქართველოს გენერალური პროკურატურა, თი ბი სი ბანკის საქმესთან დაკავშირებით კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს და მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატს, ზვიად კორძაძეს სიყალბეში ადანაშაულებს.

პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"საზოგადოების მხრიდან მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვსურს განმარტება გავაკეთოთ ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმესთან დაკავშირებით, - კერძოდ: მას შემდეგ, რაც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ბრალდებული ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე ყალბი ახალი ამბების შექმნასა და გავრცელებაში ამხილა, ამ პირთა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ზვიად კორძაძემ, პროკურატურის მიერ მოხმობილი უტყუარი მტკიცებულების უარყოფა ახალი სიყალბით სცადა. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების პასუხად, რომ ,,საქმის მასალებიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს არ მიუმართავს ბრიტანელი კოლეგებისათვის“, ბრალდებულ მამუკა ხაზარაძის ადვოკატის მიერ, გასაჯაროვდა დიდ ბრიტანეთში გაგზავნილი შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე და დიდი ბრიტანეთიდან მიღებული ინფორმაცია ფინანსური აქტივობების შესახებ, რომელიც თითქოსდა წარმოადგენს შუამდგომლობის პასუხს. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ამ ორ დოკუმენტს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გამოძიების მსვლელობისას დიდ ბრიტანეთში გაიგზავნა სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონის პროცედურების დაცვით, იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის არხების მეშვეობით. ამ შუამდგომლობის პასუხი და შესრულებული მასალები საქართველოს გენერალურ პროკურატურას დღემდე არ მიუღია და ეს ცნობილია დაცვის მხარისათვისაც, ვინაიდან მათ სრულყოფილად გადაეცათ საქმის მასალები. რაც შეეხება დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციას მამუკა ხაზარაძის ფინანსური აქტივობების შესახებ - ის მიღებულია ფინანსური მონიტორინგის სამსახურებს შორის თანამშრომლობის საერთაშორისო არხით, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია გამოძიებასთან და ეს წერილი არ არის და თეორიულადაც ვერ იქნება სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის პასუხი. აღნიშნული პროცედურების შესახებ ცნობილია ნებისმიერი იურისტის და სამართალმცოდნისათვის. გარდა ამისა, ბრალდებულების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში ნათლად ჩანს, რომ სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობა გაგზავნილია 2019 წლის 03 ივნისს, მაშინ როდესაც მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარდგენილი არ ჰქონიათ, ხოლო დიდი ბრიტანეთიდან მიღებულ ინფორმაციაში ფინანსური აქტივობების შესახებ მამუკა ხაზარაძე მოხსენიებულია როგორც ფულის გათეთრებაში ბრალდებული. მხოლოდ ეს ინფორმაცია, არათუ სამართალმცოდნეს, არამედ ნებისმიერ ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს, რომ ამ ორ დოკუმენტს არანაირი კავშირი ერთმანეთთან არ აქვს. ადვოკატის მიერ გამოქვეყნებულ, კონტექსტიდან ამოგლეჯილ მასალებშიც კი ნათლად ჩანს, რომ არანაირ თანამშრომლობას ანტიტერორისტული ღონისძიების ფარგლებში ადგილი არ ჰქონია და სიტყვა ,,ანტიტერორისტული“ არცერთ დოკუმენტში ნახსენები არ არის, რაზეც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიერ გამართულ ბრიფინგზე ასე აქტიურად აპელირებდნენ. ზემოაღნიშნული ინფორმაცია სრულყოფილად ცნობილია დაცვის მხარისათვის, თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა, საქმის მასალები მათ მიერ გასაჯაროვდა არასრულყოფილად, მიზანმიმართული დამახინჯებით, რაც მიზნად ისახავს მორიგი ყალბი ამბის გავრცელებით საზოგადოების დეზინფორმირებას"-აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა