logo2
logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასამართლო „GWP“-სა და მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს
სასამართლო „GWP“-სა და მარეგულირებელი კომისიის წინააღმდეგ საქმის განხილვას იწყებს
10:08 26.08.2019
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და მესამე პირად ჩართული კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ სარჩელზე დღეს პირველ სხდომას გამართავს. ორგანიზაცია სასამართლოში წყლის მოხმარებისთვის შეუსაბამოდ მაღალ ღირებულების - 1,055.44 ლარის დაკისრებას და მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებაზე უარს ასაჩივრებს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ, წინასწარი განზრახით, სრულიად მოულოდნელად, კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ადმინისტრაციული საჩივარი არ განიხილა, რაც, აიხსნა საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს წერილით და იმაზე მითითებით, რომ წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 6 აგვისტოს მდგომარეობით, ორგანიზაციამ დაფარა წყლის მოხმარების ღირებულება და შესაბამისად, რაიმე სახის დავალიანება, კომპანიის მიმართ, არ გააჩნდა. 2018 წლის 11 სექტემბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, აგვისტოს თვისთვის მიიღო 609.21 ლარი. 2018 წლის 11 ოქტომბერს, ორგანიზაციამ წყლის მომსახურების ღირებულების სახით, უკვე სექტემბრის თვის მდგომარეობით, კვლავ მიიღო 446.23 ლარი. ორგანიზაციამ წერილობით მოითხოვა საკითხის გამოკვლევა იმ მიზეზით, რომ 2018 წლის აგვისტოს თვეში, ორგანიზაცია არ საქმიანობდა. 1 აგვისტოდან თანამშრომლები გავიდნენ შვებულებაში. შვებულებაში გასვლის წინ, იქედან გამომდინარე, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა“ არაერთგზის გამოავლინა ორგანიზაციასთან არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება, ტელეფონზე იქნა აღბეჭდილი მრიცხველის მონაცემი. 22 აგვისტოს, 1 დღით, ორგანიზაციის წარმომადგენელი იმყოფებოდა საოფისე ფართში და აგრეთვე, ტელეფონზე იქნა ასახული მრიცხველის ეს მონაცემიც. კომპანიას ეცნობა, რომ ორგანიზაცია არ აპირებდა გადაეხადა სადავო დავალიანება, ვიდრე არ მოხდებოდა კომპანიის მხრიდან საკითხის სრული მოკვლევა.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ არაერთგზის მოთხოვნის შედეგად, 2018 წლის 2 ნოემბერს, მოიხსნა სასმელი წყლის მრიცხველი, რომელიც გადაიგზავნა ლაბორატორიულ შემოწმებაზე ვარგისიანობის დასადგენად, ხოლო ორგანიზაციაში დამონტაჟდა დროებითი მრიცხველი. სწორედ შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, დროებითი მრიცხველის პირობებში, ორგანიზაციამ მომდევნო თვეებში მიიღო მოხმარებული წყლის ობიექტური ღირებულება - 30.14, 40.79 და 16.72 ლარის ოდენობით, რაც დღემდე გრძელდება.

2019 წლის 25 იანვარს, ორგანიზაციამ მიიღო საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 ნოემბრის მოწმობა, რომლის თანახმადაც, მოხსნილი წყლის მრიცხველი შეფასდა ვარგისად, თუმცა ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „მრიცხველი შემოწმდა გარეგნული დათვალიერებით“. ორგანიზაციამ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიისგან, როგორც კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, ასევე საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს შემოწმების აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, თუმცა კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივარი არ განიხილეს და ორგანიზაციას წერილით ეცნობა, რომ ვინაიდან წყლის მოხმარების მრიცხველი, გარეგნული დათვალიერებით, ვარგისია, კომისია საკითხზე ვერ იმსჯელებდა.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აღნიშნავს, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყლის მოხმარების შეუსაბამოდ მაღალი საფასურის დადგენა - 1055.44 ლარი ემსახურება ორგანიზაციის სადამსჯელო ღონისძიებას და კომპანიის საჯარო მხილების გამოძახილია. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ორგანიზაციამ არაერთი განცხადება გაავრცელა შინაარსით - „GWP“ დუმს, როცა არღვევს მომხმარებელთა უფლებებს და შეკითხვები ისმის რუსულ ინტერესებზე ქართულ ეკონომიკაში. შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოს ბრალს სდებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სასარგებლოდ შეთანხმებულ მოქმდებებში, არ აპირებს გადაიხადოს უკანონო სახდელი და მიმართავს სასამართლოს.

დადგენილია, რომ დროებითი მრიცხველის პირობებში, ორგანიზაციის მიერ წყლის მოხმარების ობიექტური მაჩვენებელი იქნა წარმოდგენილი, რაც კიდევ უფრო მეტად მიუთითებს იმაზე, რომ ძველი მრიცხველი არ ფუნქციონირებდა გამართულად და კომპანიის მხრიდან უკანონოდ ხორციელედებოდა ასტრონომიულად მაღალი, შეუსაბამო მომსახურების საფასურის დაკისრება. აღნიშნულ მტკიცებას ვერ აქარწყლებს ფორმალური ხასიათის დასკვნა, რომელიც წარმოდგენილია სსიპ საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს მოწმობის სახით. მისი ვარგისიანობის შეფასება მოხდა მრიცხველის მხოლოდ და მხოლოდ გარეგანი დათვალიერების შედეგად და შესაბამისადაც, მრიცხველს დაზიანება არ აღენიშნებოდა. „გარეგნული დათვალიერების“ სახით მრიცხველის შემოწმება მხოლოდ ფორმალური ხასიათისაა და ობიექტურად, შეუძლებელია კვლავ დადგინდეს, არის თუ არა მრიცხველი დაუზიანებელი ან ტექნიკურად გამართული. შესაბამისად, ორგანიზაცია არ აპირებს დროებითი, არსებული მრიცხველის მოხსნაზე თანხმობის გაცემას და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც პრობლემური მრიცხველი მოიხსნა და დროებითი მრიცხველი დამონტაჟდა, წყლის მოხმარების საფასური წარმოადგენს ობიექტურ მაჩვენებს.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კომპანიამ არ მოახდინა საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ურთიერთშეჯერება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა. არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ შეუძლებელი იყო იმ პერიოდში, როდესაც ორგანიზაცია საქმიანობას არ ახორციელებდა, 20-ჯერ უფრო მეტი რაოდენობის წყლის მოხმარება, ვიდრე ჩვეულებრივი საქმიანობისას. მრიცხველის შეცვლის შემდეგ, ორგანიზაცია ჩვეულ რეჟიმში ახორციელებს საქმიანობას, ის არის 8 წევრისგან შემდგარი არასამთავრობო და წყლის მოხმარება ხდება მხოლოდ მინიმალური საჭიროებებისთვის, რასაც მოწმობს წყლის მოხმარების შემდგომი თვეების გადასახადის ოდენობა.

„ახალგაზრდა ადვოკატებს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიმართ გააჩნია კითხვები, თუ რატომ არღვევს „GWP“ ყოველდღიურად მომხმარებელი ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებსა და ინტერესებს, რატომ არა ხორციელებს „GWP“ თავის საქმიანობას სემეკ-ის დადგენილებისა და კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რატომ ახდენს „GWP“ მესაკუთრეთა ფართებში უკანონო ვიდეო-გადაღებას, რატომ მდიდრდება „GWP“ გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე, რატომ არ ახდენს თანხმობას „GWP“ საქართველოს მთავრობას, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მთავრობასა და შპს „მალტიპლექს ენერჯი ლიმითედ“-ს შორის 2008 წლის 14 მაისს წილის ნასყიდობის ხელშეკრულების გასაჯაროებაზე თანხმობას და რატომ არ პასუხობს „GWP“-ის მენეჯმენტი მთავარ შეკითხვას - არის თუ არა „GWP“ რუსული სახელმწიფო ინტერესები ქართულ ეკონომიკაში, ხოლო საფუძვლიანად შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაცია, რომელიც ამ შეკითხვებით საჯარო სივრცეში გამოდის, კომპანიის მხრიდან მიზანმიმართულად ისჯება.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ არ აპირებს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ არაკეთილსინდისიერ ქმედებათა ერთობლიობაზე დუმილს და წინამდებარე დავის ფარგლებშიც, დაადგენს სიმართლეს. ორგანიზაციას აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო იქნება მიუმხრობელი, გააუქმებს ზედმეტად დარიცხულ წყლის მოხმარების ღირებულების დამდგენ აქტებს და ორგანიზაცია დაიკამყოფილბეს იურიდიულ ინტერესებს.

ცნობისთვის: სარჩელი სასამართლოს 2019 წლის 3 მაისს წარედგინა. 26 აგვისტოს სხდომა 10:00 საათზე, #9 დარბაზში შედგება. საქმეს მოსამართლე ნინო ბუაჩიძე განიხილავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა