logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი პაპუაშვილმა სადავო სახლი პირვანდელ მესაკუთრეს - როლანდ ბლადაძეს დაუბრუნა
გიორგი პაპუაშვილმა სადავო სახლი პირვანდელ მესაკუთრეს - როლანდ ბლადაძეს დაუბრუნა
15:12 14.08.2019
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილსა და მოქალაქე როლანდ ბლადაძეს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, როლანდ ბლადაძემ ქალაქ ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე ერთადერთი საცხოვრებელი სახლი დაიბრუნა და ამით სამართლიანი შედეგით დასრულდა 15-წლიანი ბრძოლა ადამიანის უფლებებისთვის. როლანდ ბლადაძე დღეს ქონებაჩამორთმეული აღარ არის. როლანდ ბლადაძე, დღეს ჩამორთმეული სახლის ერთადერთი და ნამდვილი მესაკუთრეა. აღნიშნულის შესახებ საჯარო განცხადება ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, როლანდ ბლადაძის ინტერესების დამცველმა, არჩილ კაიკაციშვილმა ქ. ბათუმში, როლანდ ბლადაძის ოჯახის წევრებთან ერთად, დაბრუნებულ სახლთან გააკეთა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება არის ღირსეული, ქმნის მორალურ-სამართლებრივ ჩარჩოს, რომლითაც სრულდება მძიმე ისტორია და იქმნება ახალი ურთიერთობები.

„გიორგი პაპუაშვილის გადაწყვეტილება სწორი სამოქალაქო პოზიციაა - სასამართლოს მიერ დავის განხილვის დასრულების შემდეგაც და მის მიუხედავად, მხარეებმა შეძლეს საკუთარი პოზიციების და მოსაზრებების დაახლოება, საკითხის გადაწყვეტა, რაც თითოეული მხარის ინტერესს სრულად აკმაყოფილებს. ჩვენი სურვილია განიმარტოს საკითხიც, რათა არ დარჩეს არავითარი ბუნდოვანება - ბუნებრივია, ჩვენ საქმის ხასიათიდან გამომდინარე, სასამართლო დავის მიმდინარეობისას, ვერ ავცდით გიორგი პაპუაშვილის კრიტიკას. ყველა კომენტარი, რომელიც გაკეთდა, ემსახურებოდა მხოლოდ სასამართლო დავაში მხარის ინტერესების დაცვას და მიზნად არ ისახავდა გიორგი პაპუაშვილის რეპუტაციის შელახვას. შესაბამისად, თუკი რომელიმე განცხადებით შეიბღალა გიორგი პაპუაშვილის საქმიანი რეპუტაცია, გამოვთქვამთ წუხილს, რაც არ ყოფილა მიზანმიმართული ქმედება, რაც მეტწილად განაპირობა საქმის ისტორიამ, მაღალმა საჯარო ინტერესმა“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა, რომელმაც მადლობა გადაუხადა საქმის ირგვლივ მხარდაჭერისთვის საზოგადოებას, სამოქალაქო ჯგუფებს, ჟურნალისტურ კორპუსს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დავის მონაწილე მხარეებს, მათ წარმომადგენლებს და თავად როლანდ ბლადაძეს პროფესიული ნდობისთვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოში, სახელმწიფოსთან - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და 2007-2016 წლებში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქე როლანდ ბლადაძის ჩამორთმეული ქონების საქმეზე, დავა სამმხრივი მორიგების აქტის საფუძველზე, 2018 წლის 11 ივნისს დასრულდა, რასაც საკასაციო სასამართლომ უწოდა ისტორიული შეთანხმება და ფაქტი (მოსამართლეები: ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე მოსამართლე), ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე).

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 ივნისის განჩინების საფუძველზე, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 15 მარტის განჩინება (მოსამართლეები: მერაბ ლომიძე (თავმჯდომარე), თეა ძიმისატარაშვილი, ამირან ძაბუნიძე) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 5 აგვისტოს გადაწყვეტილება (მოსამართლე: დიანა ფარქოსაძე), რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული. სასამართლოს ახალი განჩინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიღო ვალდებულება, სასამართლოს განჩინების კანონიერ ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში, მოემზადებინა და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი, რომლის თანახმადაც: სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 262.39 კვ.მ უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ნინო ჟვანიას (ყოფილი კეკელიძე) ქ. N72-ში, მე-3 სექცია, მე-12 სართული, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად საკუთრებაში გადაეცემოდა როლანდ ბლადაძეს. სახელმწიფომ ყველა ვალდებულება მოქალაქის წინაშე პირნათლად შეასრულა - 2018 წლის 3 დეკემბერს, როლანდ ბლადაძე გახდა ჩამორთმეული ქონების სანაცვლოდ, ქ. თბილისში, ალტერნატიული საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე.

მხარეებმა საქართველოს უზენაესს სასამართლოში დამდგარი შედეგების გათვალისწინებით, გააგრძელეს მოლაპარაკების პროცესი, დაახლოეს საერთო ინტერესები, რომლის შედეგადაც, გიორგი პაპუაშვილმა როლანდ ბლადაძეს, ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, დაუთმო ბათუმის საცხოვრებელი ფართი.

საქართველოს უზენაესს სასამართლოში საქმეზე სხდომები 5 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკასაციო სასამართლომ 2017 წლის 15 სექტემბრის განჩინებით, საქმე პრეცედენტული დავის სტატუსით, დასაშვებად ცნო. საქმიდან 2017 წლის 20 ივნისსა და 8 სექტემბერს თვითაცილება განაცხადეს მოსამართლეებმა: მაია ვაჩაძემ, ნუგზარ სხირტლაძემ და პაატა სილაგაძემ. მანამდე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში, საქმიდან აცილებულ იქნა განმხილველი პალატა მოსამართლეების: გიორგი გოგიაშვილის, ნინო ქადაგიძისა და მანანა ჩოხელის შემადგენლობით. როლანდ ბლადაძის საქმე, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, 2004-2018 წლებში, სულ 42 მოსამართლემ განიხილა.

2014 წლიდან ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე, საქმეზე ადვოკატირების პროცესი „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ დაიწყეს. როლანდ ბლადაძის ინტერესების დაცვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა შეძლო, რომელმაც საქმეს უწოდა - სისტემა მოქალაქის წინააღმდეგ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის