logo2
logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი მეზურნიშვილი გახსნილ დანაშაულებრივ სქემაზე: მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება
ირაკლი მეზურნიშვილი გახსნილ დანაშაულებრივ სქემაზე: მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება
19:59 13.08.2019
„კანონის წინაშე ნებისმიერი ადამიანი თანასწორია და ყველამ უნდა აგოს პასუხი მკაცრად, ვინც ამ კრიმინალურ სქემაში იყო ჩართული“ – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის ძალიან ხისტი იქნება.

„მსგავს შემთხვევებზე ხელისუფლების პასუხი ყოველთვის იქნება ძალიან ხისტი, რადგან კორუფცია და ფინანსური მაქინაციები არის ერთერთი მთავარი დაბრკოლება და მტერი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს უნდა იყოს ასევე ნათელი გზავნილი მომავალში, რომ რეფორმა არის წარმატებული და ჩვენ გვაქვს ყველა ბერკეტი და მექანიზმი, რომ გამოვავლინოთ ასეთი ტიპის დანაშაული” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

უმრავლესობის წევრის თქმით, ხელისუფლების მიერ გატარებული დღგ-ს დაბრუნების რეფორმა უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესისთვის.

„ამ რეფორმამ ბიზნესი უფრო მოქნილი გახადა, ბიზნესს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს გააფართოვოს თავისი არეალი. ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული კრიმინალები ცდილობენ გვერდი აუარონ რეფორმას და სახელმწიფოს ზარალი მიაყენონ. ხელისუფლებამ გამოავლინა კრიმინალური სქემა და 100 მილიონიანი ზარალის პრევენცია მოხდა. ამის მიუხედავად ბიუჯეტს მაინც მიადგა 80 მილიონიანი ზარალი, რაც ძალიან დიდი დანაშაულია” - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა