საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
14:15 13.08.2019
საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,მტკვარი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის მოქალაქის ს.ა.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული (30 კაფსულა) ნივთიერების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.

საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდაბნის რაიონულ სამმართველოს გადაეცა.

ბეჭდვა