საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
საპატრულო პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი
11:26 12.08.2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1983 წელს დაბადებული მ.შ. თბილისში დააკავეს.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილიდან „მაკაროვის"-ის სისტემის ცეცხლსასროლ იარაღი, 8 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

ბეჭდვა