logo2
logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2019 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
logo2
logo2
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვარამიას მეტად ყავს კომპანია დაზარალებული, დაახლოებით 30 მილიონით მაინც, 6 მილიონი არაფერია, ალბათ როდესმე ამ დასკვნამდეც მივა პროკურატურა
ნინო ნიჟარაძის ადვოკატი: გვარამიას მეტად ყავს კომპანია დაზარალებული, დაახლოებით 30 მილიონით მაინც, 6 მილიონი არაფერია, ალბათ როდესმე ამ დასკვნამდეც მივა პროკურატურა
18:55 09.08.2019
„რუსთავი 2“-ის 9%-ის წილის ყოფილი მფლობელის, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიასთვის დღეს წარდგენილი ბრალდება სამართლიანია, თუმცა ციფრი ცოტაა.

გიორგი ყავლაშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ნიკა გვარამიამ კომპანია დაახლოებით 30 მილიონით აზარალა და არა 6 მილიონით, როგორც ამას გენპროკურატურა ამტკიცებს.

„ვეთანხმები უბრალოდ ცოტაა ეს ციფრი. მეტად ყავს კომპანია დაზარალებული, დაახლოებით 30 მილიონით მაინც, 6 მილიონი არაფერი არ არის. ალბათ როდისმე მაგ დასკვნამდეც მივა პროკურატურა და ვფიქრობთ, რომ ის რაც ბრალის სახით წარედგინება მას, ნამდვილად აქვს დამსახურებული“,- ამბობს ყავლაშვილი.

ადვოკატი ტელეკომპანიის შემოსავლებზე საუბრობს და ამბობს, რომ ნიკა გვარამიას სავარაუდოდ ინტერ მედიასთან ჰქონდა კავშირი.

„ვფიქრობთ იმასაც რომ ინტერმედიასთანაც არსებობს კავშირები, თორემ რატომ გაუჩნდებოდა სურვილი ინტერმედია უკეთეს მდგომარეობაში ჩაეყენებინა, ვიდრე ის კომპანია, სადაც იყო მენეჯერი. ესაა მისი მენეჯერობა რითაც თავს იწონებს“ ამბობს ყავლაშვილი.

კითხვაზე, რის საფუძველზე ამბობს, რომ გვარამიამ რუსთავი 2-ს 30 მილიონის ზარალი მიაყენა, ყავლაშვილი სარეკლამო შემოსავლებს ასახელებს:

„40-50 მილიონი აქვს კომპანიას სარეკლამო შემოსავალი და წლების განმავლობაში ამას თუ უკარგავ, იმათი ჯამია. ეს 30 მილიონი ხომ ერთბაშად არ არის აღებული. საუბარია 2014, 2015, 2016, 2017 წლებზე. ამ პერიოდის განმავლობაში 2, 3 და 5 მილიონი რომ იყოს წლიური შემოსვლიდან აღებული, საკმაოდ დიდი ციფრი მოიყრის თავს“- ამბობს ნინო ნიჟარაძის ადვოკატი.

გარდა ამისა, გიორგი ყავლაშვილის თქმით, გადასახედია შესყიდვები.

„შესყიდვებშია კიდევ ჩასახედი, გვგონია ჩვენ, რომ შესყიდვებში საკმაოდ დიდი ცოდვები აქვს. ბინების გადაფორმება გადმოფორმების საკითხები ჩვენთვის არ იყო ცნობილი, როგორც ჩანს პროკურატურამ რაღაცეები დაადგინა“ უთხრა პრაიმტაიმს ყავლაშვილმა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას შესაძლო დაკავებას, ყავლაშვილი ამბობს, რომ მას არავის დაკავება არ გაუხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს.

„დაკავება არავისი არ გამიხარდება, თუმცა საფუძველი არსებობს, მუხლი და ზიანი ისეთია. ფინანსურად ნამდვილად პასუხი უნდა აგოს- დააბრუნოს ზიანი მან და მისმა დომინანტმა პარტნიორებმა.

ჩემი მარწმუნებელი (ნინო ნიჟარაძე) გაანადგურეს. თავისივე თანაგუნდელის ქვრივს 1 მილიონი არ მისცეს, თავის წილში, მეტი არაფერი არ უნდოდა. მაგათი ქმედებით, ამ ადამიანმა დაკარგა ყველაფერი“. ამბობს ყავლაშვილი.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე, შესაძლოა თუ არა გვარამიას გარდა, სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ნინო ნიჟარაძის ადვოკატი დარწმუნებულია, რომ თავად გვარამია მიაწვდის საჭირო ინფორმაციას გამოძიებას.

„თვითონ იტყვის ყველაფერს. დღეს ხო გაიშვირა ხელი, მარტო კი არ ვიღებდი გადაწყვეტილებებსო, ჩამოუკაკლავს ყველაფერს გამოძიებას. ასე, რომ გვარამიას იმედი ამ საკითხში უნდა ვიქონიოთ“- განუცხადა გიორგი ყავლაშვილმა პრაიმტაიმს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველი, რაც ზელენსკიმ უნდა გააკეთოს ისაა, რომ პოროშენკოს კლანი ციხეში ჩასვას
12:14 22.04.2019
რუსეთის ტელეკომპანია «Дождь»-ის შოუ-პროგრამაში «Здесь и сейчас» ისაუბრა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა და უკრაინის
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა
ინტერვიუ
ექსკლუზიური ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: სიტუაცია ძალიან რთულია და სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს დიდი შესაძლებლობები წინ აღვუდგეთ ამ პროცესს
13:15 28.02.2019
ბაქოში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა აზერბაიჯანის სახელმწიფო
ინტერვიუ
ინტერვიუ რუსეთში ნატოს ყოფილ წარმომადგენელთან: ტრამპმა მითითება გასცა, რომ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების მიზნით გამოსავალი იპოვონ
14:19 15.02.2019
ნატოს ექს-წარმომადგენელი რუსეთში ჰარი ტაბახი უკრაინული გამოცემა «Апостроф»-ის კორესპონდენტის ეკატერინე
ინტერვიუ
ინტერვიუ გენერალ ბენ ჰოჯესთან: საქართველოს 20% ოკუპირებულია, მაგრამ ნატოს მისთვის წევრობის შეთავაზებისთვის პრეცედენტი აქვს... და ეს გერმანიაა
13:01 12.02.2019
შავი ზღვის უსაფრთხოება აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის ერთ-ერთი საფუძველია. უკრაინაში რუსეთის აგრესიის